ერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს "ლივერპულთან" ნამატჩევს დანა კბილს არ უხსნიდა და ესღა თქვა.

"არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს. ასეთ დროს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მწვრთნელმა უნდა აიღოს.

ჩვენთვის ძალიან მტკივნეული მარცხია. განსაკუთრებით, ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ზედიზედ მეორე წელია, ერთი და იგივე გვემართება.

ორი გოლის შემდეგ ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ მოხდა. გოლი ვერ გავიტანეთ და გადაგვიარეს. ოდნავ უკან თამაში გადავწყვიტეთ, მაგრამ მეოთხე გოლის შემდეგ ყველაფერი დასრულდა.

საპასუხოდ ვერაფერი ვერ მოვიმოქმედეთ", - განუცხადა ვალვერდემ უეფას საიტს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბარსას გულშემატკივარი ვარ მაგრამ ასეთი თამაშით მართლა არ იმსახურებდა გასვლას. ერთი და იგივე ორჯერ ზედიზედ.
ღირსები ხართ
07:16 08-05-2019
1
ბარსა როცა იგებს მესისტებმა მესი აღმერთეთ როცა წააგებს ვალვერდეს გვარდიოლას და რაიკარდს დააბრალეთ ვალვერდემ კი არა მესიმ ჩაისვარა და უკვე მერამდენეთ ?????
მმმმ
09:34 08-05-2019
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული