იურგენ კლოპმა ინტერვიუს დროს საათს დახედა და შეიგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც გერმანელმა ჯერ საათს დახედა და მერე შეიგინა.

"რაც ბიჭებმა გააკეთეს, გასაოცარი იყო. როგორც ვიცავდით თავს, როგორც..... ახლა 11-ის 10 წუთია, ბავშვების უმრავლესობას ალბათ სძინავს... და მინდა გითხრათ, რომ ამ ბიჭებს დედ....ად ძლიერი მენტალობა აქვთ... ეს ყველაფერი დაუჯერებელია, დაუჯერებელი. თუ გნებავთ, დამაჯარიმეთ, მაგრამ ასეა.

ინგლისური ჩემი მშობლიური ენა არაა და არ ვიცი სხვა სიტყვები. ეს დაუჯერებელია. მათი მენტალობა, ეს თითქმის შეუძლებელი იყო..."

ძნელია, არ დავეთანხმოთ იურგენ კლოპს, "ლივერპულის" ფეხბურთელებმა
მართლაც საოცარი ხასიათი გამოავლინეს და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს 4:0 მოუგეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული