"აიაქსის" ნახევარმცველები - ნუსაირ მაზრაუი და ჰაკიმ ზიეჩი "ტოტენჰემთან" მატჩის 24-ე წუთს ელოდნენ, რათა პირდაპირ მოედანზე მიეღოთ საკვები.
ჰოლანდიური კლუბის მაროკოელი ფეხბურთელები რამაზანს იცავენ. ამ თვეში მუსლიმთა უმრავლესობა მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ჭამისაგან თავს იკავებს.
ფოტო, აღნიშნული ინფორმაციით, Beinsports-ის ჟურნალისტმა მატ სპირომ გაავრცელა "ტვიტერში".
აღნიშნული შეხვედრა კი ამსტერდამული გუნდის მარცხით დასრულდა და ფინალში "ტოტენჰემ ჰოთსპური" გავიდა.