ჩემპიონთა ლიგა. ფინალი: იურგენ კლოპის მესამე და სამართალი - "ლივერპულმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულმა" 2:0 სძლია "ტოტენჰემს" და მეექვსედ მოიგო ეს ტურნირი.

ორივე გუნდის თავდამსხმელებმა კეინმა და ფირმინომ ტრავმები მოირჩინეს და სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. კეინს აქამდე 9 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო ფირმინომ უკანასკნელად 1 მაისს იასპარეზა.

"ლივერპულს" ამ სეზონში "ტოტენჰემი" ორჯერ ჰყავდა ერთნაირი ანგარიშით 2:1 დამარცხებული, მესამე, ნაკლედსანახაობრივ, მაგრამ დაძაბულ შეხვედრაში კი 2:0 დამსახურებულად იმარჯვა.

უკვე 24-ე წამზე მანეს ჩაწოდებული ბურთი ხელზე სისოკოს მოხვდა და პენალტით სალაჰმა თავისი გუნდი დააწინაურა. იმის გათვალისწინებით, რომ კლოპს პოჩეტინიოზე ობიექტურად უკეთესი
გუნდი ჰყავს, ეს საკმაო ფორა გახლდათ.

შესვენებამდე უპირატესობას მერსისაიდელები ფლობდნენ, თუმცა 100%-იანი მომენტი არ შეუქმნიათ, ხოლო "ტოტენჰემმა" მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ. ეგ იყო და ეგ.

სხვათა შორის, მიმდინარე გათამაშების 13 მატჩში "ტოტენჰემმა" პირველი ტაიმი ვერც ერთხელ ვერ მოიგო.

ყველა წესით, მეორე ტაიმში ლონდონურ გუნდს თამაში უნდა გაემწვავებინა, მაგრამ ეს ძნელი გასაკეთებელი იყო მეტოქის სწრაფი თავდამსხმელების ფაქტორის გათვალისწინებით.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, "ტოტენჰემი" უილაჯოდ უტევდა და პოჩეტინიომ სიტუაციის გამოსწორება უინკსის ნაცვლად მოედანზე მოურას შეშვებით სცადა.

ბოლოს "ტოტენჰემმა" შეუტია, მაგრამ კარში მარჯვედ იდგა ალისონი, რომელმაც რამდენიმე არგასაშვები ბურთი არ გაუშვა (კარიუსი კი არაა). სამაგიეროდ მეორე გოლი 88-ე წუთზე ლორისმა ორიგისგან გაუშვა და "ლივერპულმა" გაიმარჯვა.

კლოპმა მესამე ცდიდან მოიგო ეს ტურნირი. თქვა კიდევაც შეხვედრის წინ - ყველაფერი საუკეთესო მესამე ცდიდან მიიღწევაო.

***

"ლივერპულმა" ბოლო 7 წელიწადში პირველად მოიგო ტურნირი - უკანასკნელად ინგლისის ლიგის თასზე იმარჯვა.

"ლივერპული" უეფას სუპერთასზე 14 აგვისტოს სტამბულში "ჩელსის" შეხვდება.

"ლივერპულმა" 5 ფინალში გახსნა ანგარიში და ხუთივე მოიგო.

ალისონი ბოლო 9 წელიწადში პირველი მეკარეა, რომელმაც ფინალში გოლი არ გაუშვა.

"ტოტენჰემი" ფინალის ზედიზედ მეექვსე მონაწილე დებიუტანტია, რომელიც დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მსაჯმა პირველად არც ერთი ფეხბურთელი არ გააფრთხილა.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 სლაჰი (2, პენ), 2:0 ორიგი (88)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (მილნერი 62), მანე (გომესი 89), სალაჰი, ფირმინო (ორიგი 58)

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, სისოკო (დაიერი 74), უინკსი (მოურა 66), ერიკსენი, ალი (ლორენტე 82), სონი, კეინი

altიურგენ კლოპი: ნამატჩევს 20 წუთში ნახევრად მთვრალი ვარ, ახლა კი მხოლოდ წყალი დავლიე

altგლენ ჰოდლი: პენალტის დანიშვნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა

altმაურისიო პოჩეტინიო: მატჩის 0:1-დან დაწყება რთულია

altპრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ექს-ხელმძღვანელი: თერთმეტმეტრიანი იყო

altჩემპიონთა ლიგის ფინალზე მოედანზე ნახევრადშიშველი ამერიკელი მოდელი შევარდა

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლივერპულის ფანებს ვულოცავ დაიმსახურეს ნამდვილად ჩემპიონობა...რაც შეეხება ტოტენჰემს... პოჩეტინოს გამართლება არა აქვს ლუკას მაურა როგორ არ დააყენა ძირითადში ჯერ ჯგუფიდან გაიყვანა შემდეგ აიაქსს პირადად მარტომ მოუგო ბევრად უკეთ ითამაშებდა ტოტენჰემი ...ეს დაუფასებლობაა მაგრად შეშალა პოჩეტინოს ჩემი აზრით...უსამართლოდ მოიქცა და ღირსიც იყო ასე წაგების....
აკაკი
16:45 02-06-2019
1
აიაქსი რომ ყოფილიყო ტოტენხემის მაგივრად უფრო სანახაობრივი თამაში იქნებოდა.ლივერპულმა ბარსასთან დაამტკიცა რომ როცა სჭირდება მაგარი თამაშის ჩვენება შეუძლია.ჩემი აზრით ერთი ქვეყნის გუნდები ფინალში არ უნდა ხვდებოდენ.
ჩემი აზრით
12:19 02-06-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული