ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ინტერი" წაგებას 90+2-ე წუთზე გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო. პირველი ორი შეხვედრა მილანსა და ლიონში გაიმართა და ორივე 1:1 დასრულდა.

F ჯგუფი
"სლავიამ" სტუმრად ნამდვილი ბრძოლა გაუმართა "ინტერს", რომელმაც სერია A-ს სტარტზე სამი გამარჯვება მოიპოვა. "ნერაძური" ახლოს იყო წაგებასთან, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ბარელამ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გადაარჩინა.

მილანი. "სან სირო". 50 128 მაყურებელი
ინტერი - სლავია 1:1
გოლები: 0:1 ოლაიანკა (63), 1:1 ბარელა (90+2)


G ჯგუფი
"ლიონი" საკუთარ მოედანზე კი ფლობდა "ზენიტთან" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას,
მაგრამ ფრით დაკმაყოფილება მოუწია.

ლიონი. "გრუპამა". 47 201 მაყურებელი
ლიონი - ზენიტი 1:1
გოლები: 0:1 აზმუნი (41), 1:1 დეპაი (51, პენ)


მკითხველის კომენტარები / 2 /
ინტერის თამაშს ვინც უყურა და ჯოგი ჰგონია ინტერი დამილაიქეთ
ქართველი
23:49 17-09-2019
5
დაიწყო ყომარი...
გრიგოლ1408
02:05 18-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული