"გალათასარაისთან" ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის წინ პსჟ-ის მწვრთნელმა თომას ტუხელმა ისაუბრა.
"გალათასარაის" სტადიონზე ყოველთვის არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. ხვალ ნამდვილი გამოწვევა გველის. ასეთი ზეწოლისას თამაში ადვილი არაა. იმედია, გავუძლებთ, თუმცა ვიცით, ადვილი შეხვედრა არ იქნება.
მბაპე? მის თაობაზე გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. ის ჯერ 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა. კილიანს, იკარდის და ჩუპო-მოტინგს დაველაპარაკები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ", - განუცხადა ტუხელმა "ეკიპს".
თომას ტუხელი პსჟ-ში შეიძლება მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალოს
თომას ტუხელი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არ მკითხოთ, თორემ ავდგები და წავალ