მაურიციო სარი: "იუვენტუსის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალია

AutoSharing Option
დღეს, პირველ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "იუვენტუსი" "ბაიერს" შეხვდება. ამ მატჩის წინ "იუვეს" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ისაუბრა.

"ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან რთული შეხვედრა გველის. "ბაიერი" გერმანიის მიმდინარე პირველობაზე ყველაზე ხშირად ფლობს ბურთს, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა უმეტესობას შესანიშნავი დრიბლინგი აქვს.

ჩვენ კიდევ შეგვიძლია პროგრესირება, მიზანი კი ფინალია. თუმცა ხშირად ყველაფერს წვრილმანები წყვეტს. დადებით შედეგს ველი. მაგარი ბრძოლა გველის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სახლში პირველად ვთამაშობთ.

გუნდის ფიზიკური მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ეს პირდაპირაა დაკავშირებული ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან.

ძირითადში რონალდო, დიბალა
და იგუაინი ერთად დავაყენო? საინტერესო ვარიანტია, მაგრამ ჯერ საამისო ბალანსი არა გვაქვს. ასე მხოლოდ მატჩის გარკვეულ მონაკვეთში შეგვიძლია ვიმოქმედოთ", - განუცხადა სარიმ უეფას საიტს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული