მაურიციო სარი გამოჯანმრთელდა და მუშაობას შეუდგა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "იუვენტუსის" მწვრთნელი მაურიციო სარი გამოჯანმრთელდა და მუშაობას შეუდგა.

აგვისტოს შუაწელიდან სარი პნევმონიას ებრძოდა და სერია A-ს სტარტი გამოტოვა. ახლა თავს უკეთ გრძნობს და 4 სექტემბერს გუნდში დარჩენილ ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკრებებში არ არიან გამოძახებულნი, ვარჯიში ჩაუტარა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ სარი "იუვეს" სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება.

სარის არყოფნისას გუნდს მისი თანაშემწე ჯოვანი მარტუშელო ხელმძღვანელობდა და "ბებერმა ქალბატონმა" "პარმას" (1:0) და "ნაპოლის" (4:3) სძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული