იურგენ კლოპი: თამაშში დაბრუნება მართლაც ძნელი იყო - არაა საჭირო 6 ან 7 გოლის გატანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ზალცბურგთან" ნამატჩევს (4:3) "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

"უკეთესია, გაკვეთილი თამაშისას შეისწავლო, ვიდრე ამაზე მერე ილაპარაკო.

ვფიქრობ, პირველ 30 წუთში შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ. შემდეგ მეტოქემ სქემა შეცვალა და ბურთზე კონტროლი დავკარგეთ, რამაც პრობლემების წინაშე დაგვაყენა.

თამაშში დაბრუნება მართლაც ძნელი იყო. მესამე გოლის გაშვების შემდეგ საპასუხო დარტყმა მივაყენეთ.

არ ვბრაზდები. ვნახე, ძალიან კარგად ვთამაშობდით და მთელი ძალით ვცდილობდით თამაშში დაბრუნებას. შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. არაა საჭირო 6 ან 7 გოლის გატანა.

"ზალცბურგი" კარგი გუნდია, თუმცა პირველ ნახევარ საათში ცხოვრება გავურთულეთ.
ჩვენი ჯგუფი მართლაც რთულია. 3 ქულის აღება გვინდოდა და ავიღეთ კიდეც", - ციტირებს კლოპს BBC.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული