დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი მარკო როისი და თავდამსხმელი პაკო ალკასერი მილანის "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ვერ ითამაშებენ, - იტყობინება Football Italia.
ალკასერმა ტრავმის შემდეგ აღდგენა ვერ მოასწრო, ხოლო როისი გაციების გამო ვერ ითამაშებს.
გარდა ამ ორი ფეხბურთელისა, "დორტმუნდს" მარსელ შმელცერი დააკლდება, რომელსაც ასევე ტრავმა აქვს, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს მეკარე რომან ბიურკი დაუბრუნდა.
"ინტერსა" და "დორტმუნდს" შორის შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება.