ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაის" ძლევის (1:0) შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შვებით ამოისუნთქა და As-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა.
"ჩვენ თავს ძალიან კარგად ვიცავდით და ძალიან კარგად ვუტევდით. ტიბო კურტუამ პირველ ტაიმში ორჯერ გადაგვარჩინა. შესანიშნავად თამაში გვჭირდებოდა და ეს გავაკეთეთ. თუმცა, თუ მეორე გოლი არ გაგაქვს, პრობლემებს აწყდები.
"გალათასარაი" ძალიან კარგი გუნდია. მასთან მოდუნება არ შეიძლება. მთელი ჩვენი გუნდი თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული იყო. გამარჯვება დაიმსახურეს და გამახარეს.
დღეს ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, ერთგოლიანი უპირატესობა კი ყოველთვის სახიფათოა".