ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში, ბელგიაში "გენკსა" და "ლივერპულს" შორის შეხვედრის დაწყებამდე ინგლისელების ტრიბუნაზე მათი ბელგიელი ფორვარდის, დივოკ ორიჯის შიშველი ბანერი გამოფინეს, გადიდებული გენიტალიებითა და ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში.
"ლივერპული" აღნიშნული ბანერის გამოფენას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ამ ქმედებას რასისტული შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ "გენკთან" ერთად მუშაობენ იმ პიროვნების საპოვნელად, ვინც ეს გააკეთა.
შეხვედრა კი "ლივერპულის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:1. დივოკ ორიჯი მოედანზე მე-80 წუთზე შემოვიდა, თუმცა თავის გამოჩენა ვეღარ მოასწრო.