ერნესტო ვალვერდე: დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ და ამას უნდა გავუძლოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში "სლავიასთან" ნამატჩევს (0:0) კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"თქვენ ყოველთვის მოგწონთ მოგება. დღეს მთლად კარგად ვერ ვითამაშეთ. მეტოქეს არც ერთი მომენტი არ შეუქმნია, ბურთს იგერიებდა და კონტრშეტევაზე გადმოდიოდა. არ გავამახვილებ ბურთის ფლობაზე ყურადღებას.

"სლავია" დაცვაში ძალიან ღრმად იდგა, ბოლო, ერთ ხაზზე 6 მცველი ჰყავდა. წინა შეხვედრაშიც დაცვიდან თამაშობდნენ, ოღონდ მთლად ასე არა. მარჯვენა ფლანგიდან თამაშს სემედო ამწვავებდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

რამდენიმე დღის წინ "ლევანტესთან" დავმარცხდით. საუკეთესოდ ნამდვილად არ გვიასპარეზია. დღესაც იგივე მოხდა. გუნდი დიდი ზეწოლის
ქვეშაა და ამას უნდა გავუძლოთ. კარგია, რომ ჩვენგან ბევრს ითხოვენ.

ალბას პრობლემა აქვს. ვნახოთ, რას იტყვიან ექიმები. ასეთ შემთხვევებში ფეხბურთელს ყოველთვის ცვლიან", - ციტირებს ვალვერდეს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
6 მცველი რო იყო ხაზზე ეგ კიი მარა ნახევარდაცვაში რო ერთდროულად აყენებ ბუსკეტს, ვიდალს და დე იონგს და თავიდანვე ეტყობა რო კრეატივი იქნება ნული ეგ არს მივაწეროთ? ვინ უნდა შექმნას მომენტები? თუ იცი რო მესი გყავს და რამეს მოიფიქრებს? გუნდს რო სახე და ფილოსოფია დაუკარგე მაგაზე რას იტყვი ბატონო ვალერი? შენ ხელში რო ერთმა ფეხბურთელმაც კი ვერ განიცადა პროგრესი არ გრცხვენია? ფირპო რო გყავს და სემედუს ათამაშებ მარცხნივ ეგ რას მივაწეროთ? მარა მწვრთნელი რო კოუტინიოს ვერ გამოიყენებს იმაზე რა უნდა ილაპარაკო. და კიდევ სირცხვილით როგორ უნდა თქვა რო კრუიფის გუნდში თამაშობდი? მარა სად გაქვს შენ სირცხვილი? ეგ რო გქონდეს რომას მერე თუ არა ლივერპულის მერე წახვიდოდი!
barsa
02:31 06-11-2019
0
ვინც შენ მწვრთნელობა დაგაბრალა.აზრზე არ ხარ სად ხარ და რას აკეთებ.ეს თამაში აშკარად ტოტალიზატორზე იყო,გრიზმანი სპეციალურად არ იხსნებოდა და სცდებოდა ბურთს.მე არ მჯერა რომ ბარსამ სლავიას ვერ მოუგო სახლში,თან გოლიც ვერ გაუტანა.არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.თუ ვინმეს სჯერა ამისი ის ფეხბურთის აზრზე არაა.
gocha
10:18 06-11-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული