უეფას პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღის საუკეთესო მომენტი გამოაქვეყნა.
"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა "სლავიასთან" (0:0) მატჩში ლიონელ მესის პასი თავით გაუკეთა, თანაც ისე, რომ საფარზე იწვა.
შესაძლო,ა ვიდალის ამ საქციელის ინსპირაციის საგანი ზურაბ ხიზანიშვილის "თავური" გახდა, რომელიც მან კვიპროსთან მატჩში შეასრულა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
თუმცა, ხიზანიშვილისგან განსხვავებით, ვიდალის ეს საქციელი ჩემპიონთა ლიგის პრესსამსახურმა დღის საუკეთესო მომენტად ჩათვალა.
ვიდალი უბრალოდ წაქცეული იყო(თუ იქცეოდა) და სხვანაირად ბურთს ვერ მიწვდებოდა, იმიტომ ითამაშა თავით...
...მაგრამ ხიზანა ფეხზე მყოფი რატომ დაწვა?!... ფეხით რა, ვერ ითამაშებდა?...
შეიძლება მე ვერ ვხვდები და ამიხსენით ვინმემ...