ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ლოკომოტივი" დეპოშია, კვირკველია - თადარიგში, "რეალი" - პლეი-ოფში

AutoSharing Option
26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის 2 მატჩი გაიმართა.

A ჯგუფი
"გალათასარაისა" და "ბრიუგეს" შეხვედრა 1:1 დასრულდა. მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც დაცვაზე გააკეთეს აქცენტი და კომპენსირებულ დროში დაისაჯნენ.

"ბრიუგე" 3 ქულით მესამე ადგილზეა, "გალათასარაი" კი 2 ქულით - მეოთხეზე. ორივე გუნდი ჯგუფში ჩარჩა. პლეი-ოფში პსჟ გასული იყო, ახლა კი "რეალიც" გავიდა.

ზედ საფინალო სასტვენის წინ მსაჯმა არასპორტული საქციელის გამო სტუმართა გუნდის ორი ფეხბურთელი გააძევა.

"ბლანკოსი" პლეი-ოფში 24-ედ გავიდა.

სტამბოლი. "ტელეკომი"
გალათასარაი - ბრიუგე 1:1
გოლები: 1:0 ბუიუკი (11),
1:1 დიატა (90+2)
გაძევება: კლინტონ მატა (90+3, ბრიუგე), დიატა (90+3, ბრიუგე)

D ჯგუფი
"ლევერკუზენი" გასვლაზე 2:0 სძლია "ლოკომოტივს" და 6 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "ლოკო" 3 ქულით - მეოთხეზე.

"რკინიგზელები" არათუ ჯგუფში ჩარჩნენ, არამედ ზედიზედ მეორე სეზონია ევროპა ლიგაზეც ვეღარ გააგრძელებენ ასპარეზობას.

"ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია სათადარიგო იყო.

იური სიომინის გუნდმა ტურნირზე ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო და სამივე საშინაო შეხვედრაში მარცხი იწვნია.

აღსანიშნავია, რომ ლევერკუზენელებმა მიმდინარე ტურნირზე 5 გოლი გაიტანეს და აქედან 3 ავტოგოლია.

30 წლის მცველმა სვენ ბენდერმა ევროტურნირებზე პირველად დალაშქრა მეტოქის კარი.

მოსკოვი. "RZD არენა".25 757 მაყურებელი
ლოკომოტივი - ლევერკუზენი 0:2
გოლები: 0:1 ჟამალეტდინოვი (11, საკ. კარში), 0:2 ბენდერი (54)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული