ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემმა" "ოლიმპიაკოსს" 4:2 სძლია და შემდეგ ეტაპს უწია. ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, პლეი-ოფში მეექვსე გუნდი გავიდა.
ისეთი თამაში იყო, ემოციაც უხდებოდა, მით უმეტეს, ამის დეფიციტს პორტუგალიელი სპეციალისტი არ განიცდის და ხანდახან თეატრალურად გაფორმებაც ეხერხება. 45+1-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, ბურთის მიმწოდებელმა ბიჭმა ორიეს ბურთი სწრაფად მიაწოდა, მის გარღვევას კი კეინის გოლი მოჰყვა. მოუ ბიჭისკენ გაემართა და გადაკოცნა.
ნამატჩევს მან ხალისიანად და ბევრი ილაპარაკა.
"ყველაზე მძიმე პერიოდი ორი გოლის გაშვების შემდეგ გვქონდა. 29-ე წუთზე ერიკ დაიერი კრისტიან ერიკსენით შევცვალე.
ეს ფეხბურთელს ტკივილს აყენებს, მეც. გამიმართლა, რომ ძალიან ჭკვიანი ბიჭი შევარჩიე. ეს გუნდს სჭირდებოდა.
ჩავთვალე, რომ ერთი საყრდენი საკმარისი იყო. შემოქმედი ფეხბურთელი მჭირდებოდა, რომელიც ალისთან ერთად იმოქმედებდა. ერიკს ბოდიშს ვუხდი, მან იცის, რომ ეს გუნდისთვის გავაკეთე და არა მისთვის ტკივილის მისაყენებლად. ვფიქრობ, გულშემატკივრებსაც ესმით.
შესვენებაზე რბილად მოქცევა მომიწია. ვგრძნობდი, ფეხბურთელებს კრიტიკა კი არა, არამედ სიყვარული სჭირდებოდათ. მათი დამშვიდება იყო აუცილებელი. მერე ცოტა ტაქტიკურ დეტალებზე ვისაუბრეთ, პოზიციური კორექტივები შევიტანეთ.
რეაქციამაც არ დააყოვნა, გუნდი მოედანზე გასამარჯვებლად გავიდა. თუმცა, ბიჭებმა იცოდნენ, რომ პლეი-ოფში ფრითაც გავდიოდით.
მე მხოლოდ დახმარება მინდა. ფანები გვეხმარებიან, ბურთის მიმწოდებელი ბიჭი გვეხმარება, ყველა გვეხმარება, ვისაც "ტოტენჰემი" უყვარს. ეს ისეთი შეხვედრა იყო, სადაც მოქმედება მომიწია. უსიამოვნო მომენტი იყო ერიკთან დაკავშირებით, ყველაფერი დანარჩენი კი უბრალოდ - სუპერი", - ციტირებს მოურინიოს Sky Sports-ი.