"ზენიტის" "ლიონთან" გამარჯვება და უხვგოლიანი "ვალენსია"-"ჩელსი" [VIDEO]

AutoSharing Option
27 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღის 2 მატჩი გაიმართა.

G ჯგუფი
"ზენიტმა" სახლში 2:0 მოუგო "ლიონს" და სატურნირო ცხრილში 7 ქულით მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა. ამდენივე ქულით მესამე ადგილზე "ლიონია".

"ლიონის" 19 წლის თავდამსხმელმა ამინ გუირიმ ერთ დღეში ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - ჯერ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე.

პეტერბურგი. "გაზპრომ არენა". 51 183 მაყურებელი
ზენიტი - ლიონი 2:0
გოლები: 1:0 ძიუბა (42), 2:0 ოზდოევი (84)


H ჯგუფი
"ვალენსია" და "ჩელსი" 2:2 დაზავდნენ. ეს გუნდები
8-8 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, გალიდერების საშუალება კი "აიაქსს" მიეცა, რომელიც გასვლაზე აუტსაიდერ "ლილს" შეხვდება.

ხორვატმა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა ევროტურნირებზე  122-ედ და "ჩელსიში" ჩატარებულ 71-ე მატჩში პირველად გაიტანა გოლი.

"ჩელსის" თავდამსხმელმა ტემი აბრაჰამმა ტრავმა მიიღო და საკაცით, თვალცრემლიანი გაიყვანეს.

"არისტოკრატების" ნახევარმცველმა კრისტიან პულიშიჩმა ყველა ტურნირზე უკანასკნელ 11 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვალენსია. "მესტალია". 43 486 მაყურებელი
ვალენსია - ჩელსი 2:2
გოლები: 1:0 კარლოს სოლერი (40), 1:1 კოვაჩიჩი (41), 1:2 პულიშიჩი (50), 2:2 ვასი (82)
გამოუყენებელი პენალტი: პარეხო (65, ვალენსია)


მკითხველის კომენტარები / 1 /
გალაქტიონმა გაზი ხომ არ გაუშვა ზენიტის მოგებაზე?
odala
06:56 28-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული