ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "ინტერი" "სლავიას" ეწვია და 3:1 დაამარცხა, თუმცა სხვაობა გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, რომ არა შეხვედრის პოლონელი არბიტრი სიმონ მარჩინიაკი.
შეხვედრის 35-ე წუთზე მილანელთა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა, თუმცა მარჩინიაკს ყურში უთხრეს, რომ 2 წუთის წინ "ნერაძურის" საჯარიმოში შესაძლო დარღვევა მოხდა და ეს მომენტი ენახა.
პოლონელმა ეს მომენტი ნახა და გადაწყვიტა, რომ "ინტერის" გოლი გაეუქმებინა; უფრო მეტიც, მათ კარში პენალტიც კი დაენიშნა.
უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ტომას სუჩეკმა გარდასახა და 0:2-დან ანგარიში უცბად 1:1 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ რომელუ ლუკაკუს მატჩის ბოლო წუთზე კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს. ამ შემთხვევაში მარჩინიაკმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, თუმცა ისიც საეჭვო იყო.
რა ა რ იყო პენალი ? ლამერებ ი