VAR-ი გასაუქმებელია? - "სლავიასა" და "ინტერის" მატჩში გაუგონარი ფაქტი დაფიქსირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "ინტერი" "სლავიას" ეწვია და 3:1 დაამარცხა, თუმცა სხვაობა გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, რომ არა შეხვედრის პოლონელი არბიტრი სიმონ მარჩინიაკი.

შეხვედრის 35-ე წუთზე მილანელთა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა, თუმცა მარჩინიაკს ყურში უთხრეს, რომ 2 წუთის წინ "ნერაძურის" საჯარიმოში შესაძლო დარღვევა მოხდა და ეს მომენტი ენახა.

პოლონელმა ეს მომენტი ნახა და გადაწყვიტა, რომ "ინტერის" გოლი გაეუქმებინა; უფრო მეტიც, მათ კარში პენალტიც კი დაენიშნა.

უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ტომას სუჩეკმა გარდასახა და 0:2-დან ანგარიში
უცბად 1:1 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ რომელუ ლუკაკუს მატჩის ბოლო წუთზე კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს. ამ შემთხვევაში მარჩინიაკმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, თუმცა ისიც საეჭვო იყო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იშვიათი შემთხვევაა.პირველად ვნახე მსაჯმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება სუსტი ქვეყნის სასარგებლოდ....
ნოდიკო
12:10 28-11-2019
2
პენალტი იყო. სამართალი აღდგა.
martlaaa
12:33 28-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული