ჩხუბამდე ცოტა დააკლდა - მემფის დეპაი "ლიონის" ულტრამემარჯვენე ფანს დაუპირისპირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლიონის" ნიდერლანდელი კაპიტანი მემფის დეპაი "ლაიპციგთან" ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ "ლომების" ულტრამემარჯვენე ფან-კლუბ "Bad Gones"-ის წარმომადგენელს თანაგუნდელის გამო დაუპირისპირდა.

მემფისმა დაინახა, რომ ერთ-ერთი ულტრასი მოედანზე იყო შესული და "ლიონის" მცველ მარსელოს წინააღმდეგ მიმართულ ბანერს აფრიალებდა. დეპაი, როგორც გუნდის ღირსეულ კაპიტანს შეეფერება, ფანისკენ გაიქცა და ბანერი "დააკეცინა". ამას ფეხბურთელსა და ფანს შორის კონფლიქტი მოჰყვა, რომელშიც "ლიონის" სხვა ფეხბურთელებიც ჩაერთნენ.

რუდი გარსიამ მემფის დეპაი გუნდის კაპიტნად გასულ თვეში დაასახელა და მისი ლიდერული თვისებები შეაქო. ნიდერლანდელმაც საჭირო დროს არ დაიხია უკან და
თავისი ფეხბურთელი დაიცვა. გაწევ-გამოწევა დაცვის სამსახურის საშუალებით განიმუხტა.

საფრანგეთის ყველაზე უხვწევრიანი "Bad Gones-ი" გამოკვეთილად ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფან-გაერთიანებაა და მარსელოს პროფესიონალიზმის დაწუნებასთან ერთად, რასობრივ ნიადაგზეც შეურაცხყოფენ.

altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: ფატიმ "ინტერი", "ვალენსიამ" კი "აიაქსი" გააგდო - "ლიონი" მერვედფინალურ მატარებელს შეახტა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სტადიონს არ დასჯიან დისკვალიფიკაცით, როგორც ჩვენი დინამო დასაჯეს?
aba vnaxoT
00:19 12-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული