"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა იურგენ კლოპმა "ზალცბურგთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე თარჯიმნისათვის შენიშვნის მიცემის გამო ბოდიში მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მოიხადა.
"სანამ საუბარს დავიწყებთ, ბოდიში მინდა მოვიხადო გუშინდელისათვის. ვიცი, რომ ჩემი საქციელი უსამართლო იყო, მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი საჯაროდ გავაკეთე.
ჩემი მხრიდან სრულიად იდიოტური საქციელი იყო. მე არ მომეწონა ნათქვამის თარგმანი, თუმცა, რაც საპასუხოდ გავაკეთე, მართლაც სულელური გახლდათ.
უკეთესად უნდა მოვქცეულიყავი, ძალიან ვწუხვარ", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციის დაწყებამდე.