საულ ნიგესი: ყველას უნდა, რომ "ატლეტიკო" გავარდეს, მაგრამ...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულ ნიგესმა "ლივერპულთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

"ატლეტიკოს" ფეხბურთელებს გვჯეროდა ჩვენი თავის და ვაგრძელებდით მუშაობას. ყველას უნდა, რომ ჩვენ გავვარდეთ, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე გზას ვაგრძელებთ. დაცვაში კარგად ვიმუშავეთ, რადგან შეთამაშებულები ვართ და ერთმანეთის გვესმის. მოწინააღმდეგეს იმდენად სახიფათო თავდამსხმელები ჰყავს, რომ მათთვის სივრცეები ყველაფრის ფასად უნდა შეგვეზღუდა." - ციტირებს საულს Marca.

შეგახსენებთ, "ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლივერპული" 1:0 დაამარცხეს.

საპასუხო შეხვედრა ინგლისში 11 მარტს გაიმართება.

ინგლისური გუნდისთვის ეს პირველი მარცხი იყო მიმდინარე სეზონში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეც ძალიან მინდა რომ გავარდეთ :) დაცვითი სტილი არაფერ შუაშია, დაცვიდანაც შეიძლება ლამაზად თამაში. უბრალოდ, როგორი წვრილმანი ხულიგანიც იყო ბატონი დიეგო ფეხბურთელობისას, იგივე სტილს ათამაშებს ატლეტიკოსაც. ამიტომაც, მე, როგორც ნეიტრალურ გულშემატკივარს, მირჩევნია ლივერპულის თამაშს ვუყურო :)
შეტევა
10:47 19-02-2020
4
თვითონაც კარგად იციან რა ფეხბურთსაც თამაშობენ და ამიტომაც იციან რომ არავის მოგვწონს მათი თამაში. აგრძელებენ იმიტომ რომ ჯგუფშI ფარჩაკი ლოკო და დაჩაჩანაკებული ლევერკუზენი ყავდათ. საკუთარ მოედენზე ასე გამოიკეტოს გუნდი დაცვაში ლიგის 1/8 ფინალში მე არ მაგონდება. ყველა კარებში ჩადგებაინ განმეორებით შეხვედრაში.
G.LA
12:30 19-02-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული