რიო ფერდინანდი: "ტოტენჰემს" გამარჯვების არ სჯეროდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა კომენტარი გააკეთა "ტოტენჰემ ჰოთსპურისა" და "ლაიპციგის" მატჩის შემდეგ, სადაც გერმანელებმა ინგლისელებს 3:0 სძლიეს.

"მოურინიოს რამდენიმე ლიდერი დააკლდა, მაგრამ ბევრი გარემოება მოქმედებს ფეხბურთელების განწყობაზე. ლონდონელებს გამარჯვების სურვილი საერთოდ არ ჰქონდათ. არ იყო კავშირი თავკაცსა და ფეხბურთელებს შორის. "ტოტენჰემს" გამარჯვების არ სჯეროდა.

თუ ჩვენ არ გვეცოდინებოდა გუნდების მწვრთნელები, უბრალოდ ჩავთვლიდით, რომ ერთი გუნდი უკეთესად ვარჯიშობს და ემზადება, ვიდრე მეორე", - ციტირებს რიოს BT Sport-ი.

გუშინ, 10 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში
"ტოტენჰემ ჰოთსპურმა" 0:3 წააგო "ლაიპციგთან".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოურინოს დრო დამთავრდა! შეცდნენ როცა ტოტენჰემში პოჩეტინოს ნაცვლად ჟოზე მოიყვანეს! პოHეტინომ აქცია გრანდად ტოტენჰემი და დიდი შრომა გასწია!
gabo
13:06 11-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული