სიმეონე: ეს ფეხბურთელი დაცვაში სათამაშოდ გავუშვი და ყველაფერი პირიქით გააკეთა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "ლივერპულთან" გამარჯვების (3:2) შემდეგ ნახევარმცველ მარკუს ლორენტეზე ისაუბრა, რომელიც მოედანზე დაცვის გაძლიერების მიზნით შეუშვა, თუმცა ამ ცვლილებამ დიდი შედეგი მოუტანა.

"ფეხბურთში მოწინააღმდეგეს ცხოვრება უნდა გაურთულო. ვცდილობდით, მაღალი პრესინგი კოსტას, კორეასა და ფელიქსის დახმარებით შეგვენარჩუნებინა. მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ ჩვენ არ დავნებდით, ხოლო როცა გავიტანეთ, გავაანალიზეთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო. 5-4-1-ზე გადასვლას კონტრშეტევების განხორციელების საშუალება უნდა მოეცა და ასეც მოხდა. კოსტა ლორენტეთი იმიტომ შევცვალე, რომ დაცვაში თამაში გამეძლიერებინა, მაგრამ რეალურად ყველაფერი უკუღმა მოხდა", -
ციტირებს სიმეონეს უეფას ოფიციალური საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საკვირველია სემიონე რატომ არ ხდება არგენტინის ნაკრების მწვრთნელი?თანაც ამ პერიოდში. როცა მესი გვერდით ეყოლება, ნუთუ არგენტინას ეროვნული ინტერესი დაეკარგა?
კოკა
13:08 12-03-2020
2
ჩემი აზრით ვერ მოძოვენ ერთად სიმეონე უპირობო ლიდერი უნდა იყოს იმ გუნდის რომელსაც წვრთნის და შეუფერხებლად გადაქონდეს იდეები მინდორზე მესიზე რასაც წერდნენ და ლაპარაკობდნენ შემადგენლობის შერჩევიდან დაწყებული ტაკტიკით დამთაბრებული ყველაფერში ერეოდა და ერევა ამიტომ ვფიქრობ რომ ვერ შეეწყობიან ერთმანეთსცარადა ძალაინ მაგარი გუნდის დაყენება შეიძლებოდა მესი რაც ასაკში შევიდა გუნდზე გავლენა როგორც მინდორზე ისე მის გარეთ ძალიან გაეზარდა მაგრამ ფაქტია ამდენ დაწოლას ნაკრებში ვერ უძლებს
1111
15:12 12-03-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული