გადაწყვეტილება მიღებულია: უეფამ ორივე პრესტიჟული ტურნირი შეაჩერა!

AutoSharing Option
დღეს, 13 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მომავალ კვირაში გასამართი მატჩები გადადო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება 17-18 მარტს ჩემპიონთა ლიგისა და 19 მარტს ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩებს, ასევე, უეფას ახლგაზრდული ლიგის თამაშებს.

აქედან გამომდინარე, ამ ტურნირების 1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრაც გადაიდო.

მოგეხსენებათ, უეფამ 17 მარტს სპეციალური შეხვედრა ჩანიშნა, რომელშიც მონაწილეობას ევროპის ყველა ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების წარმომადგენლები, ევროპული კლუბების ასოციაცია და პროფესიონალი ფეხბურთელების მსოფლიო ასოციაცია მიიღებს. L’Equipe-ის ინფორმაციით, 2020 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატს 2021 წელს გადაიტანენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ონლაინ, რომ ჩავატაროთ.დდ
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული