გერმანული გამოცემა Express-ის მიხედვით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად განიხილავს მიმდინარე საფეხბურთო სეზონის შეწყვეტას.
"ჩვენ მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ, მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, თუ როგორ ჩავატაროთ მატჩები; ასევე, სეზონის შეჩერებისა თუ ნაადრევად შეწყვეტისათვის.
ბუნებრივია, მიზანი სეზონის საფეხბურთო პრინციპით დასრულებაა, მაგრამ საბოლოო სიტყვა ჯანდაცვის ორგანიზაციებზეა. მათ ნათელი და სავალდებულო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.
დიდი ალბათობით, გერმანიაში ყველა მასშტაბური სპორტული ღონისძიება შეჩერდება. ნათელია, რომ საფეხბურთო სეზონიც შეწყვეტილია და შეიძლება დასრულებულიც კი. მოახლოებულ შაბათ-კვირას 26-ე ტურის მატჩები გაიმართება.