ევროტურნირების გაგრძელების ფორმატი გადაწყდა - თითო მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, მაგრამ...

AutoSharing Option
Cadena Ser-ის ცნობით, ევროპის კლუბების ასოციაციამ (ECA) და უეფამ მიმდინარე სეზონის განახლების შესახებ გადაწყვეტილებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის მტკიცებით, ყველა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები მაყურებლების გარეშე გაიმართება. პირველად ბუნდესლიგა განახლდება - გერმანელები ამას მაისში აპირებენ, დანარჩენი ქვეყნები კი - ივნისის დასაწისში. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის აგვისტოში დაგეგმილი შეხვედრებიც მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამასთან, ევროტურნირების მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთმატჩიანი იქნება და გუნდები ერთმანეთს ნეიტრალურ მოედანზე შეხვდებიან. თუმცა, არავინ იცის, როდის დასრულდება ეპიდემია და შესაძლებელი იქნება თუ არა სეზონის განახლება.

ახალი სეზონის დაწყება სამკვირიანი
პაუზის შემდეგ სექტემბერშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ევროპაში, ბელარუსის გარდა, ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ესენი.სხვა გალაქტიკაზე არიან,დიდი ფულია და რა ქნან,უმაყურებლოდ.ბარემ უბურთოდ ითამაშონ ან მსაჯების გარეშე,ტოტალიზატორებს დიდად აეწვათ მუნდი,არაფერი გამოუვათ ხალხს სპორტი და გართობა აინტერესებს მაშინ როდესაც ყველაფერი კარგად,რომ არის ახლა.კი ეს მეასე ხარისხოვანია სამწუხარო რელობაა,მაგრამ ასეა და რას იზამ,მთავარია,რომ დამთავრდეს ეს საშინელება,შემდეგ კი ყველაფერი კარგად იქნება,ეკონომიკა ინგრევა ხალხო,რომელ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ,იმას.უნდა.მივხედოთ.ხალხი მშიერი არ დაგვრჩეს.
გოჩა
19:49 14-04-2020
0
და ბარემ პირდაპირ ჯგუფში დასვან ბათუმი ტორპედო და დინამო და ამასობაში გამოგრვეღვიძა ხომ . ისევ ისე ფანტაზიორების ქვეყანა ვართ რა, რეალობა საპირისპიროს გვიმტკიცებს მეგობარო თან რადიკალურად საწინააღმდეგოს. რეალობა დღვანდელი აწყმოა ოცნება კი ცაში გარტყოცნილი სურვილია რომელიც ისევ ოცნებადვე რჩება ხშირ შემთხვევაში, მარა ეს ქვეყნის საძაგელი სიღარიბის გამოა რომ ხალხს იმდენად სწადია რაიმე ღირებულს მიაღწიოს ქართულმა ფეხბურთმა და ზოგადად ყველა სხვა სოციალურ საკითხებში, რომ ამდენმა გაჭირვებამ და პერმანენტულმა მარცხებმა ადამიანებს რეალობის აღქმის უნარი დააკარგია. რაც მთლიანობაში ყველაზე დამღუპველი თეორია არის დედამიწაზე მცხოვრები სულიერი არსების მოღვაწეობის სინამდვილეში, მარა ამის მიზეზი თუ სიღრმისკენ წავალთ ხომ ჩვენი ნახირი მთავრობაა. სულით მატერიალისტი კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღებს უმაღლეს ალმამატერს თუ ოქსფორდსა და კემბრიჯში ის მაინც ნომენკლატურულ პრინციპებს სცნობს ანუ საკუთარი ვიწრო საოჯახო სანათესავო სირვცის იქით ვერ კი არა უბრალოდ არ იხედება ანუ ხალხი ცალ ფეხზე ჰკიდია. და სანამჩვენი პარლამენტის ფუმფულა სავარძლებში ასეთი სოფმხედველობის არაპროფესიონალი კაცუნები ზიან ან იჯდებიან კიდევ დიდხამს ვიქნებით მსოფლიო განვითარებისა და ეკონომიკის გაქანების მხრივ საპატიო 250 თეულში და ადგილებს პერიოდულად გავუცვლით ისეთ საპატიო განვითარებულ სახელმწიფოებს როგორებიც განა ზაირის მოზამბიკი უგანდა და მზაგვსი აყვავებული ქვეყნები არიან არ დაგავიწყდეთ დღევანდელ რეალობაში ჩვენ ეკომომიკის დონით არცერთი პარამეტრით ვერ ვუსწრებთ ზემოდჩამოთვლილ ქვეყნებს. ხალხი ბრძოლობს იღებს შედეგს ხალხს სძინავს მთავრობა "ერთობა".
Graf Dracula
15:07 14-04-2020
8

სიახლეები პოპულარული