სარის "ლიონთან" "იუვენტუსის" დაცვის თამაში აფრთხობს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის მოლოდინზე ისაუბრა:

"რთული შეხვედრა იქნება. მათ ერთბურთიანი უპირატესობა აქვთ და ჩვენ ეს სხვაობა უნდა ამოვქაჩოთ. ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენება გაგვიჭირდება. მთელი ძალები ამ ბრძოლას უნდა შევალიოთ. 

"ლიონის" შესანიშნავ ფორმაში ყოფნამ გამაკვირვა. პსჟ-სთან ლიგის თასის დამატებით დროშიც კი ჩინებულად თამაშობდნენ. ეს შთამბეჭდავი იყო. რესტარტის შემდეგ დაცვაში პრობლემები გვქონდა. ეს უნდა გამოვასწოროთ, რადგან "ლიონთან" გოლის გაშვების უფლება არა გვაქვს. ამან შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოიღოს".

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრანგულმა გუნდმა 1:0 მოიგო,
განმეორებითი კი 7 აგვისტოს ტურინში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული