ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "იუვენტუსი" და უმწეო "რეალი" გავარდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური 2 საპასუხო, მეტად საინტერესო და დაძაბული მატჩი ჩატარდა.

"რეალი" პირველ შეხვედრაში მადრიდში 1:2 დამარცხდა და ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა. ამიტომ საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა მისი მწვრთნელი ზიდანი და რეალურად რისი შემძლე იყო მისი კრებული.

"ქალაქელებმა" თამაში მშვიდად დაიწყეს და დებიუტში სტერლინგმა კურტუას კარი დალაშქრა. ეს "სიტიში" მისი მე-100, ამ ტურნირზე კი მე-20 გოლი იყო. ამის შემდეგ მადრიდელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა და თვალსასეირო პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. აღსანიშნვია, რომ ქარიმმა ჩემპიონთა ლიგაზე 65-ე
გოლი გაიტანა და რონალდოს (130), მესის (114) და რაულის (71) შემდეგ მეოთხე ბომბარდირი გახდა.

მეორე ტაიმში გვარდიოლას გუნდმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო, ვარანის მორიგი შეცდომით ჟეზუსმა ისარგებლა და "სიტი" ისევ წინ გაიჭრა. მიუხედავად ურთულეს ვითარებაში ყოფნისა, "ბლანკოსი" უმწეოდ გამოიყურებოდა და სახეიროდ ვერ უტევდა. მოკლედ, რაც საკმარისი გახლდათ პრიმერას მოსაგებად, საკმარისი არ აღმოჩნდა მანკუნიანელთა დასამარცხებლად და ინგლისური კლუბი დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში.

"რეალმა" პლეი-ოფში ორივე შეხვედრა წააგო, რაც უკანასკნელად 11 წლის წინ მოხდა. ამას გარდა, ზედიზედ მეორედ გამოეთიშა ტურნირს მერვედფინალიდან.

მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - რეალი 2:1  (პირველი მატჩი 2:1)
გოლები: 1:0 სტერლინგი (9), 1:1 ბენზემა (28), 2:1 გაბრიელ ჟეზუსი (68)

"იუვენტუსს" საფრანგეთში 0:1 ჰქონდა წაგებული და ერთბურთიანი ფორის ამოქაჩვა მართებდა. თითქოს მისი სიტუაცია კატასტროფული არ იყო, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი გახლდათ, რომ მიუხედავად სკუდეტოს მოგებისა, ჩემპიონატის ფინიში მთლად დამაჯერებლად ვერ ჩაატარა. დებიუტში სტუმრებმა პენალტით ანგარიში გახსნეს (დეპაიმ ტურნირზე ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი) და "ბებერი სინიორას" სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. თუმცა, შესვენების წინ თერთმეტმეტრიანი უკვე "ლიონის" კარში დაინიშნა, რომელიც რონალდომ გამოიყენა. კრიშტიანომ პლეი-ოფში ზედიზედ მე-14 სეზონში გაიტანა, რაც ფენომენალური შედეგია. მოკლედ, პირველ ტაიმში მოედანზე ყველაზე აქტიური პერსონაჟი მსაჯი ცვაიერი იყო, რომელმაც 2 პენალტი მოიგონა.

შესვენების შემდეგ რონალდომ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში ტურინელებმა ვერ შეძლეს გადამწყვეტი გოლის გატანა და ტურნირს გამოეთიშნენ. ალბათ, დაგვეთანხმებით, როდესაც ასეთი დიდი გუნდი მხოლოდ 35 წლის თავდამსხმელის იმედადაა, ძნელია ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს.

რონალდომ ამ სეზონში 37 გოლი გაიტანა და 1925/1926 წლების სეზონში ჰირცერის დამყარებული 35-გოლიანი საკლუბო რეკორდი დაამხო. ის 1/4 ფინალში 10 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს - 2010 წელს მისი "რეალიც" "ლიონმა" დაამარცხა (0:1, 1:1).

"ლიონი" პირველი ფრანგული გუნდია, რომელმაც "იუვეს" პლეი-ოფში სძლია.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ლიონი  2:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: დეპაი (12, პენ), 1:1 რონალდო (43, პენ), 2:1 რონალდო (60)

15 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ლიონი" შეხვდებიან - მატჩი ლისაბონის "ჟოზე ალვალადეს" სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
Reali kargi gundia magram aryavs is vinc ronis sheucvlis. Principshi egeti kaci znelad mosazebnia realshi kiara evropashi magram, azari ise gavs magis shemcvlels rogorc me chinetis imperators.
Milani
08 აგვისტო 2020 08:49
0
პატრონი არ გვყავდა კი არა, მეკარე არ გვყავდა, ზოიძისნაირი უნიჭო მეკარე არ ახსოვს საქართველოს ისტორიას, ტიპი ნახტომს უკან აკეთებდა, სულ არ მინახავს ეგეთი რამე საერთოდ, გვერდზე კი არ აკეთებდა ნახტომს, უკან, უკან?!
10 აგვისტო 2020 05:21
0
ვუყურებდი აზარს და ვფიქობდი კვარცხელიაზე ბევრად უფრო ლამაზდ და ოსტტურად მიქვს ბურთი Xვიჩას ვიდრე აზარს.თუ ნაკრები ევროპაზე მოხვდეაბ დარწმუნებული ვარ ჩაკვეს და კვარას.და ბევრი ქართველის გვარი მოხვდება ტოპ 5ში..ბელიგიას ამ თაობაში გაუმართლა ასე იშვიათად ხდება მთელი თაობა წამოვიდა ასე კყვავდა ჩენ ქინქის და არვლაძების ქეძბას დროს მაგარი თაობა სამწუხრაოდ მაშინ პატრონი არ ყვდა ქვეყანას
mosexoneli
08 აგვისტო 2020 12:44
0
Gavda tuara gamtans lioni, jamshi is moxda rac unda momxdariyo. Iuve bichikos gavs udiplomo sasidzodan, ver igebs am diploms da arc anebeben tavs. Misi turniria seria a. Mashinac ki roca milani magari gundi iyo sul uchirda skudetosatvis brzola iuvestan
Milani
08 აგვისტო 2020 08:46
0
ეს ვარდისფერი ფორმები რა უბედურებაა, იმას ვერ ვიტანდი ბარსას, რომ ეცვა და ეხლა რეალს.ამ ფორმების მომგონის დედაც...
???
08 აგვისტო 2020 07:47
2
მგონი წელს ბაიერნისაა ლიგა
შოლი
08 აგვისტო 2020 06:36
3
რეალმა იმედები გამიცრუა, ძალიან დაჯაბნა სიტიმ
მალხაზი
08 აგვისტო 2020 02:22
2
დაჯამბნიდა შეკაცო,ზიდანი თვითონ ხოარ შევიდოდა ნახევარი გუნდა ან დისკვალიპცირებული იყო ან სასწრაფოტმოიყვანე სსაყურებლად.პლიუს როცა ფეხბურთლი სამჯერ იგებს ლიგას და მისი ასაკი საშვალოზემაღალია, ნუ რონალდოს არ ვგულისხმობ :)მოტივაცია 000.კროსი მოდრიჩი ვეგარ დარბიან.ლიდერი არ ყავდა რეალს მაგალთად რამოსი შეიძლებოდა კიდევ რაგაც.ნუ სიტი წელს მაგარ ფორმაშია 90 წუთი პრესინგი მაგარია.პსჟ.სიტი მაგარი ჯახი იქნება და ნუ პლი სიტი მესი:)აბ ბარს რეალის არიყოს თაობათ ცვლაშია ჯერ კიდევ.
mosexoneli
08 აგვისტო 2020 09:07
2
ვარანი მატჩის მოთამაშედ დასახელდა?
:D
hmm
08 აგვისტო 2020 02:21
2
მართალია! იუვენტუსი მწვრთნელიანად დგას და ელოდება, როდის გაიბრწყინებს რონალდო და ჰეთ თრიკს შეასრულებს. უაღრესად დიდი ფეხბურთელი რომ არის, მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ ასეთი ვარსკვლავი დათვურ სამსახურს უწევს მთელ გუნდს აქაც დუბლი შეასრულა და მეტი რა ექნა? მესამე სხვას გაეტანა. ისე , სიმართლე ითქვას, კი გავიდოდა იუვე მსაჯს ორჯერ რაღაც ზმანება რომ არ დამართნოდა - პირველი შეცდომა მეორეთი გამოისყიდა. ჩემი აზრით, რომ არა პენალტი, ლიონი არ ჰგავდა გოლის გამტანს
: )))))))
08 აგვისტო 2020 02:16
4
ნედვედ, გააფუჭა რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო მსაჯს ნუ დააბრალებს იუვენტუსი. ეგ ვიგულისხმე ზუსტად. მაგათაც მისცა პენალტი და ვითომ მაგით გამოისყიდა. მსაჯების თემა ამოუწურავია, ამიტომ სარი რომ დგას მართლა სარივით, მწვრთნელობის არაფერი სცხია, რონალდოსგან პოკერს რომ ელოდება და მაგის ხარჯზე გამოდის, სწორედ ეგ არის მარცხის მთავარი მიზეზი.
: )))))))
08 აგვისტო 2020 09:09
0
გააფუჭა მსაჯმა თამაში. საიდან გამოიგონა 2 პენალტი, ან გამეორებაზე მაინც როგორ არ უთხრა სხვამ. ესეთი მსაჯობა როგორ უნდა შერჩეს ტიპს არ მესმის
nedved
08 აგვისტო 2020 04:31
5
"რეალისგან" ასეთ ცუდ თამაშს არ ველოდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ცალკარა იყო.
ლექსო
08 აგვისტო 2020 02:12
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული