ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.
"შეუძლებელია წაგებით ბედნიერი იყო, მაგრამ უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გავაკეთეთ. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. ახლა თავის მართლების დრო არ არის. დავმარცხდით, თუმცა ვამაყობ ჩვენი ძალისხმევით.
ორივე შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ და ბოლოს და ბოლოს მოწინააღმდეგემ გამარჯვება დაიმსახურა. პირველ 15-20 წუთში ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ მათ პრესინგს ვერ გავუძლებდით. შემდეგ ურიგოდ არ ვთამაშობდით. მეორე ტაიმში, როდესაც პიკზე ვიყავით, მეორე გოლი გავუშვით.
რაც შეეხება ვარანის შეცდომებს, სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს! ისევე
როგორც ჩვენი ფეხბურთელების 95%, ისიც მთელი სეზონი შთამბეჭდავი იყო. მე ამ პოზიციას ვიზიარებ.
რაც შეეხება ვარანის შეცდომებს, სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს! ისევე
შესანიშნავი სეზონი გამოგვივიდა. კარგ ნოტაზე ვერ დავასრულეთ, მაგრამ სეზონი კარგად ჩავატარეთ. ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ", - ციტირებს ზიდანს ჟურნალისტი დერმოტ კორიგანი.