ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: 11 წლის "ლაიპციგმა" ფავორიტი "ატლეტიკო" გააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლაიპციგმა" "ატლეტიკო" 2:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი თავიდან დაძაბული და ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ოლმომ თავურით გერმანული გუნდი დააწინაურა. "ატლეტიკოს" მწვრთნელმა სიმეონემ შეტევის გასაძლიერებლად ერერა ჟოაო ფელიქსით შეცვალა. პორტუგალიელმა თამაში ინდივიდუალური მოქმედებით გაამწვავა. 71-ე წუთზე ის კლოსტერმანმა საჯარიმოში წააქცია, თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

88-ე წუთზე კი, როდესაც ყველას დამატებითი დრო გარდაუვალი ეგონა, შეცვლაზე შესული ამერიკელი ადამსის დარტყმული ბურთი სავიჩს მოხვდა, რიკოშეტით ობლაკის კარის ბადეში აღმოჩნდა და 2009 წელს
დაარსებული აღმოსავლეთგერმანული კლუბი, ისტორიაში პირველად, ნახევარფინალში გავიდა.

ნაგელსმანის გუნდი 18 აგვისტოს ნახევარფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება. იულიანი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი ნახევარფინალისტი გახდა - ის 33 წლისა და 21 დღისაა.

"ატლეტიკო" კი ზედიზედ მესამე სეზონია ვერ გადის ტურნირის ნახევარფინალში, თუმცა მისი პრეზიდენტი ენრიკე სერესო ამბობდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ და უთუოდ გაიმარჯვებდნენ. მან ადრე ისიც ბრძანა, რომ კორონავირუსის გამო ჩემპიონთა ლიგა არ უნდა გაგრძელებულიყო და რადგან შარშანდელი გამარჯვებული "ლივერპული" დაამარცხეს, როგორც ეს კრივში ხდება, ჩემპიონად უნდა გამოცხადებულიყვნენ.

ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"
ლაიპციგი - ატლეტიკო 2:1
გოლები: 1:0 დანიელ ოლმო (50), 1:1 ჟოაო ფელიქსი (71, პენ), 2:1 ადამსი (88)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ულოცავ ფეხბურთმა. გაიმარჯვა ანტი ფეხბურთზე რასაც ატლეტიკო თამაშობს ეს ფეხბურთი არა
macbook pro
05:09 14-08-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული