გვარდიოლამ "ლიონთან" მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით "მანჩესტერ სიტიმ" ისევ ვერ მიაღწია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას და მეოთხედფინალში "ლიონთან" 1:3 წაგების შემდეგ გასული შეხვედრა მოკლედ მიმოიხილა.

"ერთხელაც იქნება და მაინც გავალთ ნახევარფინალში. გუნდმა ეს დაიმსახურა.

პირველ 20-25 წუთში თავისუფალ ზონებს ვერ ვპოულობდით. მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად იყო. ვგრძნობდი, რომ უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ეს ტურნირი იდეალურად უნდა ჩაატარო.

ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. საკვანძო მომენტებში საჯარიმო მოედნებთან შეცდომებს ვუშვებდით.

სტერლინგს უნდა გაეტანა და დამატებითი დრო დაინიშნებოდა. მერე მესამე გოლი გავუშვით და ყველაფერი
დასრულდა.

ჩვენ მეტი მომენტი შევქმენით და კარშიც მეტჯერ დავარტყით. ახლა არდადეგები გვეწყება, შემდეგ კი ყველა ფეხბურთელი ისევ ფორმაში უნდა ჩავაყენოთ", - განუცხადა გვარდიოლამ BT Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გვარდიოლა მაშინ ჩაესვენა როცა ბარსელონადან წამოვიდა, რომ დარჩენილიყო არც გუნდი დაიღუპებოდა და არც თვითონ გაბანძდებოდა ასე
ალექსანდრე
22:18 19-08-2020
0
ხო ჟილკიანი გუნდი იყო რომ გაფხრეწდათ ბურთს თავზე მთელს მსოფლიოს თითქმის 10 წელი. და რომ წიკვინებთ პატარა რეგიონის დამხობის სიხარულით.
ddgfdf
01:06 18-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული