გვარდიოლამ "ლიონთან" მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით "მანჩესტერ სიტიმ" ისევ ვერ მიაღწია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას და მეოთხედფინალში "ლიონთან" 1:3 წაგების შემდეგ გასული შეხვედრა მოკლედ მიმოიხილა.

"ერთხელაც იქნება და მაინც გავალთ ნახევარფინალში. გუნდმა ეს დაიმსახურა.

პირველ 20-25 წუთში თავისუფალ ზონებს ვერ ვპოულობდით. მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად იყო. ვგრძნობდი, რომ უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ეს ტურნირი იდეალურად უნდა ჩაატარო.

ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. საკვანძო მომენტებში საჯარიმო მოედნებთან შეცდომებს ვუშვებდით.

სტერლინგს უნდა გაეტანა და დამატებითი დრო დაინიშნებოდა. მერე მესამე გოლი გავუშვით და ყველაფერი
დასრულდა.

ჩვენ მეტი მომენტი შევქმენით და კარშიც მეტჯერ დავარტყით. ახლა არდადეგები გვეწყება, შემდეგ კი ყველა ფეხბურთელი ისევ ფორმაში უნდა ჩავაყენოთ", - განუცხადა გვარდიოლამ BT Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გვარდიოლა მაშინ ჩაესვენა როცა ბარსელონადან წამოვიდა, რომ დარჩენილიყო არც გუნდი დაიღუპებოდა და არც თვითონ გაბანძდებოდა ასე
ალექსანდრე
19 აგვისტო 2020 22:18
0
ხო ჟილკიანი გუნდი იყო რომ გაფხრეწდათ ბურთს თავზე მთელს მსოფლიოს თითქმის 10 წელი. და რომ წიკვინებთ პატარა რეგიონის დამხობის სიხარულით.
ddgfdf
18 აგვისტო 2020 01:06
1
ამას რა თამაში და ტაქტიკა ქვიოდა ვერ გავიგე საერთოდ აჭრილი იყო სიტი და მალადეც ლიონს.გვარდიოლას ნახევარფინალი მოენატრება ესეთი თამაშით.კიდე კაი რომ წააგო თორემ უარესი დაემართებოდა ბავარიასთან ბარსაზე.აქ გამოჩნდა ერთი ფულის ტომრიანი გუნდები ვერაფერს აკეთებენ თუ ჟილკით და გუნდის სიყვარულით თამაშობ
თემური
16 აგვისტო 2020 23:57
0
მწვრთნელი არის კლოპი. მინიმალური დანახარჯებით გუნდი რა დონეზე აიყვანა. სიტის წელს 300 მილიონი აქვს გამოყოფილი ტრანსფერებისთვის. კლოპმა ოლიმპიაკოსიდან 14 მილიონად მარცხენა მცველი იყიდა, დიდი ხანი ვაკვირდებოდიო,აქცებს ალბათ კაცად. იმ მეგობრის გასაგონად ლივეს 4-0 მოუგოო რომ ამბობს, ეს არაფრისმომცემი თამაში იყო, თორემ იურგენამ პეპს პრინციპული თამაშების 90% მოუგო + ლიგიდანაც იფრინა
LIVERPOOL
16 აგვისტო 2020 12:05
1
გვარდიოლას მიზანი 1/2 ფინალი ყოფილა. ნუ რა უნდა თქვა? მან საკმაოდ დიდი ხანი იწვალა ბავარიაში და ახლა სიტიში წვალობს. მისი სახელი ბევრად გადამეტებულად ჟღერს ვიდრე სინამდვილეშია. ისეთი შემადგენლობებით რაც მას ყავდა ბავარიაში და ახლა სიტიში ბევრი მწვრთნელი დადებდა იგივე შედეგს, ზოგი მათგანი ბევრად უკეთესსაც. ბარსა იმ დროს თავის შემადგენლიბით და მესის ოქროს დროის დამთხვევით ერთ ერთო საუკეთესო იყო მსოფლიოში თუ არა საუკეთესო, ამიტომ გვარდილოს მიღწევა მის ფენომენს არ მიეწერბა, ეს ბარსა იყო ფენომენალური.
G.LA
16 აგვისტო 2020 11:28
5
არც მასეა საქმე.გვარდიოლამ შექმნა ის სათამაშო მოდელი,ტიკი ტაკას რომ ვეძახით,მისი საშუალებით გახდნენ ეს ფეხბურთელები სუპერვარსკვლავები და გუნდიც მრავალი ტიტულის მფლობელი.მხოლოდ ესენი ხომ არიყვნენ გუნდში,მაგრამ ყველა ფეხბურთელი,მილიმეტრებში გათვლილ პასებს უკეთებდა ერთმანეთს და შარშანდლამდე იმ ტექნიკის ნარჩენების ხარჯზე მიაღწია ბარსამ.ყოველწლიურად სულ უფრო იკარგებოდა იმ თამაშიდან ელემენტები,უკვე ვალვერდეს ხელში და სეტიენმა სულ მთლად დაშალა გუნდი.მესისაც კი უფუჭდება უკვე პასები,რადგან აღარ იციან,ვინ რას აკეთებს.გვარდიოლას დროს,10 კაციანი ორგანიზმი ერთიანად მუშაობდა,ახლა კი,სამკაციანზე მეტ შეთამაშებულ რგოლს ვეღარ ნახავ ბარსაში.ეგენიც თავისით და ძველი მეხსიერებით,თორემ მწვრთნელის ხელი,საერთოდ არ ჩანს.
სოსო
16 აგვისტო 2020 12:44
6
ყოველთვის ვთვლიდი რომ ამ პეპის ავტორიტეტი ზედემტად იყო გაბუქებული. ბარსაში ყავდა მთელი მსოფლიო ნაკრები და კი ბატონო მაგ გუნდით დადო შედეგი, სხვაგან სადაც წავიდა არსად შედეგი არ აქვს მიუხედეავად იმისა რომ ასტრონომიულ თანხმებს ხარჯავს ტრანსფერებში, არ ყოფილა მოითხოვოს ფეხბურთელი და ის არ უყიდონ.
las
16 აგვისტო 2020 10:50
6
ლიონი-ლაიპციგი ფინალი რო იყოს და ევროპა ლიგისა ინტერი-მანჩესტერი რომელს უყურებდით
54321
16 აგვისტო 2020 10:50
6
სერიალს ვუყურებ თურქულს
გოგა
16 აგვისტო 2020 12:00
2
არცერთს.დდდდდდ
tas
16 აგვისტო 2020 11:08
2
მანჩესტერ სიტი თამაშობდა თუ ჯენოა ეს რა არის?
123
16 აგვისტო 2020 10:49
2
ვერ დავიჯერებ,რომ ლიონთან მაქსიმუმი იყო. გუნდი რომელიც ყოველთვის უგებს ბაიერნს. ლივერპულს ნახევარი ძალით 4-0 მოუგო. რეალს უგებს და მთავარი ფავორიტია ესე უსუსურად თამაშობს. კორონას ბრალია ჩემპიონატი გაჩერებული როა სხვა რა.
იკა
16 აგვისტო 2020 10:47
18
იკა გაიხსენე , წელს ნახევარ სეზონში გაჩემპიონებულ ლივერპულს რამდენი ქულით ჩამორჩა მანჩესტერ სიტი. კორონა ხომ მანამდე არ დაწყებულა? მაგ ლოგიკით ლივერპულზეც კორონას უმოქმედია და 4-0-იც მაგიტომ წააგო სიტისთან
????
16 აგვისტო 2020 18:53
0
რამსები აგერია? რა ყოველთვის უგებს ბაიერნს, რომელ სიზმარში ჩარჩი?
ეუფ
16 აგვისტო 2020 12:47
2
მდა... მთელ საფეხბურთო სამყაროზე მეტ ფულს რო ხარჯავ ტრანსფერებში და ნახევარფინალი სანატრელი გაქვს... :( :)))
Dato
16 აგვისტო 2020 05:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული