დე ბრუინი: ფული მართავს ფეხბურთს - მალე განადგურებულნი ვიქნებით

AutoSharing Option
გულშემატკივრების, გუნდების კაპიტნებისა და ექსპერტების გამოკითხვის შედეგად, პრემიერლიგის გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა, რომელმაც პრემიერლიგაზე გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა და სარეკორდო 20 საგოლე გადაცემა გააკეთა, კორონავირუსის გამო ფორმულირებული ტურნირების მჭიდრო გრაფიკი გააკრიტიკა.

"ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მომავალზე ვშიშობ. ნახევარი წლის შემდეგ ფიზიკურად და მორალურად განადგურებულნი ვიქნებით.

ამაზე ყურადღება ეროვნულმა ფედერაციებმა, უეფამ და ფიფამ უნდა გაამახვილონ. დიახ, ფული მართავს ფეხბურთს. ჩვენ კი შეგვიძლია ამას მხოლოდ მივდიოთ", - ციტირებს დე ბრუინს
ნიდერლანდური HLN.

altდე ბრუინი "ლიონთან" ნამატჩევს: სახლში მეუღლესთან მიმეჩქარება

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტოტალიზატორი+ ფული= კორუფციას.
გივი-გია
18:32 20-08-2020
0
უფრო მეტად შეიხები და ხალიფეი ღუპავენ ფეხბურთს, თუნდაც სიტის და პესეჟეს მფლობელები, ფეხბურთში ფულს უაზროდ რომ ყრიან და ფეხბურთელების ფასებს წევენ. ცალკე უეფა ხმას არ იღებს ამაზე და უფსკრულისკენ მიდის მართლა
Nick
12:53 20-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული