მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ტომას მიულერმა პსჟ-ის წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.
"ისტორიული მომენტია და უდიდეს მოტივაციას გვმატებს. შესაძლოა დაუჯერებელი რამ მოხდეს და "ტრებლი" მეორედ ასე მცირეხნიან მონაკვეთში მოვიგოთ. ბევრი ფეხბურთელისთვის კი ეს პირველი "ტრებლი" იქნება. ამისთვის "ბაიერნს" დღეს გამარჯვება სჭირდება, თუმცა პსჟ ამ იდეას მთელი ძალით დაუპირისპირდება.
პარიზულ კლუბს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს და ყველაფერთან ერთად, ისინი უფრო გამოცდილები ჩანან. ჩვენ კი საკუთარ თავში დარწმუნებულნი ვართ.
შვებულებაში გაღიმებული სახეებით გასვლა რომ მოვახერხოთ, ამისთვის მაღალ ნოტზე
უნდა დავასრულოთ შეჯიბრება. ჩემპიონთა ლიგის მოგება კი საოცარი სტიმულია. ჩვენ ევროპის მეფეებად გახდომა გვსურს!" - განაცხადა ტომასმა.
ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალი დღეს, 23 აგვისტოს შედგება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.