"ბაიერნმა" პსჟ დაჯაბნა და მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნმა" პსჟ 1:0 დაამარცხა და მეექვსედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ბაიერნისა" და პსჟ-ის დაპირისპირება სეზონის მთავარი მატჩი გახლდათ და საინტერესო იყო, რას დაუპირისპირებდა ფრანგული გუნდი და როგორ წარმოაჩენდნენ თავს მისი სწრაფი თავდამსხმელები. "რეკორდმაისტერმა" თავიდანვე პრესინგი შესთავაზა მეტოქეს და შეუტია. უხიფათოდ. მეათე წუთისთვის პსჟ-მა თამაშის გათანაბრება და მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო. მარცხენა ფლანგზე მბაპე აქტიურობდა, რომელსაც დარტყმული ბურთი ორჯერ მცველებმა დაუბლოკეს.

მე-18 წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შეიქმნა, როდესაც პირისპირ გასულ ნეიმარს გოლის გატანა ნოიერმა არ
დაანება, ცოტა ხანში კი ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ დი მარიამ ვერ გამოიყენა შანსი, ლევანდოვსკის თავური ნავასმა აიღო, ბოლოს კი მბაპემ გოლის გატანის დიდებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

მოკლედ, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში "ბაიერნი" ინიციატივას დაეუფლა და კომანმა ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე დი მარიამ ჩინებული პასით მარკინიოსი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ნოიერი. დარჩენილ დროში პარიზელთა ძალისხმევა ამაო გამოდგა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

- "ბაიერნმა" ამ სეზონში ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო. ეს რეკორდია და მეორედ შეასრულა ტრებლი.
- მიუნხენელთა მწვრთნელმა ფლიკმა თავის პირველ სეზონში ყველა ტურნირზე იმარჯვა.
- "ბაიერნმა" ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე 500 გოლი გაიტანა, რაც "რეალისა" (567) და "ბარსელონას" (517) შემდეგ მესამე შედეგია.
- მიულერმა მესამე ფინალში ითამაშა. ამდენივე ფინალში მონაწილეობა კროოსმა მიიღო, რაც გერმანელი ფეხბურთელებისათვის რეკორდია.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კომანი ფინალში გოლის გამტანი მე-9 ფრანგია - ის პსჟ-ის აღზრდილია. 24 წლის კომანმა მე-20 ტურნირი მოიგო.
- კიმიჰმა უკანასკნელ 3 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- 11 მატჩში გატანილი 15 გოლით (2 პენალტით) ბომბარდირი ლევანდოვსკი გახდა. მის ანგარიშზე აგრეთვე 5 საგოლე გადაცემაა.
- ნოიერი პირველი მეკარეა, რომელმაც პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე 2016 წლის შემდეგ გოლი არ გაუშვა.
- 24 სექტემბერს ბუდაპეშტში, ევროპის სუპერთასზე "ბაიერნი" და "სევილია" შეხვდებიან.

ლისაბონი. "და ლუში"
პსჟ - ბაიერნი 0:1
გოლი: კომანი (59)

პსჟ: ნავასი, კერერი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ბერნატი (კურზავა 80), კიმპემბე, დი მარია (ჩუპო-მოტინგი 80), ერერა (დრაქსლერი 73), პარედესი (ვერატი 65), ნეიმარი, მბაპე

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 25), ალაბა, დევისი, ალკანტარა (ტოლისო 90), გორეცკა, გნაბრი (კოუტინიო 68), კომანი (პერიშიჩი 68), მიულერი, ლევანდოვსკი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 25 /
ფეხბურთის ,,პრაფესორები’’ კიდე რომ პრაფესორობენ, ბაიერნზე ღირსეული და დამსახურებული ჩემპიონი ლიგაზე არ ყოფილა. 11 დან 11 თამაში უპრობლემოდ მოიგეს. ასე რომ მოეშვით და დატკბით ლამაზი ფეხბურთით. მია სან მია
Musenbezi
01:33 24-08-2020
8
ნეიმარს ყოჩაღ 222 მილიონის ცრემლები კი ყარა ბოლოს :D
vari ro ar iyos reali kide moigebda ligas
01:16 24-08-2020
4

სიახლეები პოპულარული