PREVIEW - "შახტარი"-"ინტერი". ხოჭოლავას კიდევ ერთი რთული მატჩი

AutoSharing Option
დღეს "შახტარი" "ინტერს" მასპინძლობს.

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა უკრაინელთა რიგებში ასპარეზობს. 

პირველ ტურში დონეცკელებმა მადრიდის "რეალი" 3:2 დაამარცხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ძალიან კარგი მატჩიც ჩაატარა. სწორედ ამიტომ, დღეს, დიდი ალბათობით, მას მოუწევს ლუკაკუ-ლაუტაროს წყვილთან თამაში. 

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ევროპა ლიგის ნახევარფინალში შედგა, სადაც "ინტერმა" 5 უპასუხო ბურთი გაიტანა და მოწინააღმდეგე გაანადგურა. 

ორივე გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება დღევანდელ მატჩს. 

"შახტარი" - ისმაილი, კონოპლიანკა, კოვალენკო, კრისტოვი და მორაესი.

"ინტერი" - გალიარდინი, ვესინო, რადუ, სანჩესი და შკრინიანრი.
საეჭვოა იანგისა და სენსის თამაში. 

სავარაუდო შემადგენლობა:

"შახტარი" - ტრუბინი, დოდო, ბონდარი, ხოჭოლავა, კორნიენკო, მაიკონი, ტეტე, მარლოსი, ალან პატრიკი, სოლომონი და დენტნიო. 

"ინტერი" - ჰანდანოვიჩი, ამბროსიო, ბასტონი, კოლაროვი, ბროზოვიჩი, ბარელა, ვიდალი, ერიკსენი, პერისიჩი, მარტინესი და ლუკაკუ. 

altPREVIEW - ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური


მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარი სამზადისი აქ ხოჭოს რეალი,ინტერი,ნაკრებისთვის კარგი მოსამზადებელია,თან ასეთ თამაშებში იზრდება ფეხბურთელი,მეორე ვარიანტია რამდენად დაშლის უკვე შეთამაშებულ დუეტს საბასა და კაშოს სახით ვაისი,მიუხედავად ამისა კონკურენციისთვის კარგია ყველას ფორმაში ყოფნა
Aba heee
27 ოქტომბერი 2020 17:47
0
ვაჟა, ფეხბურთი იმედია გესმის. კარგია, როცა ჩვენი თანამემამულე კარგად თამაშობს და ვქომაგობთ. დღესაც კარგად რომ ითამაშოს, მაგას რა სჯობია! მაგრამ, ორი შეუდარებელი "რაღაცის" შედარება რომ არ შეიძლება ეს კი უნდა იცოდე. შახტარი კარგი საშუალო დონის გუნდია. ჯგუფიდან ინტერი და რეალი გავლენ! ინტერი დღეს ალბათ არ წააგებს!
gigo
27 ოქტომბერი 2020 14:56
3
ხოჭოლავა საკმარისია იმისათვის, რატომაც ვარ შახტარისკენ! ძირითადშია ბოლო პერიოდში და სანაკრებოდ ფორმის პიკში იქნება ღმერთით. ოღონდაც ევროპაზე გავიდეთ და ისემც უქნია ლიგის თასი ააფრიალოს:)
ბათუმი
27 ოქტომბერი 2020 13:18
0
ხოჭოლავას ძალიან გაუჭირდება ლუკაკუსთან, ერთხელ უკვე დიდი სირცხვილი აჭამა ლუკაკუმ ხოჭოლავას და საერთოდ ბელგიელი ძალიან სწრაფად დარბის და ეს მან ბევრჯერ დაამტკიცა, ხოჭოლავამ ჭკუით უნდა აჯობოს, არ მინდა შედარება გავაკეთო, რადგანაც ყველამ ვიცით რომ ისეთ დიდ ფეხბურთელთან როგორიც იყო რონალდ კუმანი ხოჭოლავა ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ კუმანი სწრაფად არ დარბოდა და პოზიციის სწორი შერჩევით მას ვერცერთი სწრაფი ფეხბურთელი ვერაფერს ვერ დააკლებდა, აქვს იმის ტვინი და შნო ხოჭოლავას რომ სწორად შეარჩიოს პოზიცია თამაშის დროს ლუკაკუს წინააღმდეგ??? დაველოდოთ თამაშს.
ხვიჩა
27 ოქტომბერი 2020 12:49
0
არევის მოსჭამოს ინტერმა, დაიხევენ დღეს და მერე ამტკიცეთ გაუმართლაო
ვაჟა
27 ოქტომბერი 2020 12:22
1
დახევა თამაშის მერე ნახე, რეალმა 15 კუში ამოაგდო და მეორე თამაშში თუ დაჭირდა 5-0-ს მოუგებს, დღეს უეჭველი ორიანია, ხოჭოლავას კი წარმატებები!
რაულ გონსალეს ბლსნკო
27 ოქტომბერი 2020 17:37
1
დღეს ხოჭოლავას შახტარს ლუკაკუს ინტერი მეორე მასტერკლასს ჩაუტარებს,გახეთქავ ლუკაკუ ხოჭოლავას ნარბენს,მარა კაია დავაჟკაცდება ჩევენი ბიჭი.წარმატებები მინდა ვუსურვო ინტერს. ვირთხის დღეში ჩააგდებს ინტერი შახტარს!
ინტერის ფანი
27 ოქტომბერი 2020 11:30
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული