კომპანია CACTU2-ის ორგანიზებით, 8-18 ნოემბერს PUBG Mobile-ში ონლაინტურნირი მიმდინარეობს.

AutoSharing Option

კომპანია CACTU2-ის ორგანიზებით, 8-18 ნოემბერს PUBG Mobile-ში ონლაინტურნირი მიმდინარეობს.

ონლაინტურნირში მონაწილეობა უფასოა. ტურნირზე 2 000-ლარიანი საპრიზო ფონდი გათამაშდება, რომელიც TOP 3 გუნდზე გადანაწილდება: 1-ელ ადგილზე გასული გუნდი 1 000 ლარს მიიღებს, მე-2-ადგილოსანი - 600 ლარს, ხოლო მე-3 ადგილზე გასულ გუნდს საპრიზო ფონდიდან 400 ლარი ერგება.

ტურნირში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 430-მა კლანმა გაიარა. ტურნირი შესარჩევ მატჩებს 8-11 ნოემბერს უმასპინძლებს. ტურნირის წესებიდან გამომდინარე, შესარჩევი ეტაპებიდან გასული გუნდები კი 12 ნოემბერს ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან.

ონლაინტურნირის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპების ლაივ-სტრიმები 13-16 ნოემბერს გაიმართება. ტურნირის ფინალური

ეტაპი სტარტს 17 ნოემბერს აიღებს და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ტექნიკური მხარდამჭერი კომპანია CACTU2-ის პარტნიორი, ყაზახური კლუბი A2 EsportsClub-ია.

„მიუხედავად მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარებისა, ჩვენს კომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია. კომპანია ცდილობს ყოველთვიურად შესთავაზოს გეიმერებს სხვადასხვა ტურნირი მზარდი საპრიზო ფონდით. კომპანია სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს და უახლოეს პერიოდში გეიმერებს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“, - აცხადებენ კომპანია CACTU2-ში.
კომპანია CACTU2 საქართველოში Esports-ის განვითარების მიზნით შეიქმნა. კომპანიას განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქვს მსოფლიოსთვის საქართველოს და ქართველი გეიმერების შეთავაზება, როგორც მზარდი ისპორტული ბაზარი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული