24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები ჩატარდა.
E ჯგუფში "სევილიამ" და "ჩელსიმ" სტუმრად იმარჯვეს და პლეი-ოფში გავიდნენ.
F ჯგუფში "დორტმუნდმა" სახლში 3:0 მოუგო "ბრიუგეს". დუბლი ჰოლანმა შეასრულა. ის 6 გოლით მიმდინარე ტურნირის ბომბარდირია, სულ კი ტურნირზე 12 მატჩში მის ანგარიშზე 16 გოლია - მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
G ჯგუფში "იუვენტუსმა" სახლში 2:1 მოუგო "ფერენცვაროშს" და პლეი-ოფში გავიდა. გამარჯვების გოლი მორატამ კომპენსირებულ დროში გაიტანა. ალვარომ "იუვეში" ტურნირზე 4 შეხვედრაში 5 გოლი მიითვალა. გოლი რონალდომაც გაიტანა
- მან ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-15 სეზონში გაიტანა. ბუდაპეშტურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა.
"ბარსელონამ" სტუმრად მესის გარეშე 4:0 გაანადგურა კიევის "დინამო" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. დინამოელი გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო იყო.
H ჯგუფში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე "ისტანბულს" 4:1 მოუგო და პსჟ და "ლაიპციგი" 3 ქულით ჩამოიტოვა.
E ჯგუფი
კრასნოდარი. "კრასნოდარი"
კრასნოდარი - სევილია 1:2
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (4), 1:1 ვანდერსონი (56), 1:2 მუნირი (90+5)
რენი."როაზონი"
რენი - ჩელსი 1:2გოლები: 0:1 ჰადსონ-ოდოი (21), 1:1 გირასი (85), 1:2 ჟირუ (90+1)
რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ზენიტი 3:1
გოლები: 1:0 იმობილე (3), 2:0 პაროლო (22), 2:1 ძიუბა (25), 3:1 იმობილე (55, პენ)
დორტმუნდი - ბრიუგე 3:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (18), 2:0 სანჩო (45), 3:0 ჰოლანი (60)
ტურინი."ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ფერენცვაროში 2:1
გოლები: 0:1 უზუნი (19), 1:1 რონალდო (35), 2:1 მორატა (90+2)
დინამო (კ) - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 დესტი (52), 0:2 ბრეიზუეითი (57), 0:3 ბრეიზუეითი (70, პენ), 0:4 გრიზმანი (90+2)
პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - ლაიპციგი 1:0
გოლი: ნეიმარი (11, პენ)
მანჩესტერი - ისტანბული 4:1
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდესი (7), 2:0 ბრუნო ფერნანდესი (19), 3:0 რეშფორდი (35, პენ), 3:1 ტიურუჩი (75), 4:1 ჯეიმსი (90+2)