ბოლოს, როდესაც "ბარსელონა" და პსჟ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2017 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე "პარი სენ ჟერმენი" და "ბარსელონა" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ ორ თამაშში "ბლაუგრანამ" დიდებული ისტორია დაწერა.

14 თებერვალს, "პარკ დე ფრანსის" მოედანზე პარიზელებმა 4:0 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

აღნიშნულ შეხვედრაში გოლები ანხელ დი მარიამ (2), დრაქსლერმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს და კატალონიელები, ფაქტობრივად, გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდეს.

Sportall.Ge

თუმცა დადგა განმეორებითი შეხვედრის დღე. "ბარსელონას" გულშემატკივარს გულის სიღრმეში ჰქონდა იმის იმედი, რომ მისი გუნდი სასწაულს ჩაიდენდა და ისტორიას შეცვლიდა. აქამდე პლეი-ოფის შეხვედრაში 4-ბურთიანი სხვაობით წაგების
შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერცერთ გუნდს ვერ მოეხერხებინა.

2017 წლის 8 მარტს განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. მატჩის მე-3 წუთზე "ბლაუგრანას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა და პირველი მისია - "სწრაფი გოლის გატანა" შეასრულა. მეორე ბურთი ტაიმის ბოლოს, მე-40 წუთზე გავიდა, როდესაც პარიზელთა მცველმა კურშავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 

დაიწყო მეორე ტაიმი და მატჩის 50-ე წუთზე პსჟ-ის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. ბურთთან არგენტინელი სუპერვასკვლავი ლიონელ მესი მივიდა და ორი მატჩის ჯამში სხვაობა 4:3-მდე შემცირდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია. "ნოუ კამპზე" სრული საგიჟეთი ხდებოდა, გულშემატკივარი ემოციას ვეღარ იკავებდა და მოულოდნელად "ბარსას" დაცვა ჩავარდა და შეხვედრის 62-ე წუთზე ფრანგთა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ზედიზედ მეორე შეხვედრაში ყუმბარისებური გასროლით მეტოქის კარი აიღო. 

Sportall.Ge

მოულოდნელად მთელი მოედანი გაჩუმდა. ერთადერთი, პსჟ-ის გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების ბედნიერი ყვირილი ისმოდა. რამდენიმე წუთში ყველაფრის დასრულება ისევ კავანის შეეძლო, თუმცა ლამის 1-1-ზე გასულმა ვალდესს ვერ აჯობა.

88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ნეიმარმა კი ის ფანტასტიკურად შეასრულა და გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გამოაცოცხლა. 

მატჩის 90+1 წუთზე, გრძელი გადაცემის შემდეგ, ლუის სუარესი მეტოქის საჯარიმოში დაეცა და კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ამჯერად ბურთთან ნეიმარი მივიდა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. 

ანგარიში 5:1 გახლდათ და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად "ბლაუგრანას" 1 ბურთი სჭირდებოდა.

შეხვედრის 90+5 წუთზე ნეიმარმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და მცველებმა გამოიტანეს, თუმცა ბურთი კვლავ ბრაზილიელს მიუვიდა და უკან ჩააბრუნა. პარიზელთა დაცვა ჩავარდა და ამ დროს სერხი რობერტომ ისტორიული, მე-6 ბურთი გაიტანა. მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში გახლდათ. გულშემატკივრები ტრიბუნაზე ყვიროდნენ, ტიროდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. 

Sportall.Ge

პსჟ-ის თავკაცი უნაი ემერი მოედანს უყურებდა და ცრემლს ვერ იკავებდა. მისი გუნდი უბრალოდ ზღაპარში დამარცხდა, ხოლო ლუის ენრიკეს "ბარსელონამ" 1/4-ფინალში გააღწია, სადაც ესპანური კლუბი ტურინის "იუვენტუსთან" ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა და 2016/17 წლების ლიგის სეზონს გამოეთიშა.

altხორდი ალბამ მესის მომავალსა და პსჟ-ის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული