პირლო: დებიუტში გაშვებულმა გოლმა საქმე გაგვირთულა - კიეზას უნდა ვუმადლოდეთ

AutoSharing Option
"პორტუსთან" სტუმრად ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გააკეთა:

"დებიუტშივე ასეთი გოლის გაშვების შემდეგ რეაგირება ძნელია. ფეხბურთელებმა თვითრწმენა დაკარგეს და ამან მათ თამაშზე გავლენა იქონია. კიეზას უნდა ვუმადლოდეთ, რომ გოლი გაიტანა და ახლა საპასუხო შეხვედრაზე მოვახდენთ კონცენტრირებას.

"პორტუ" ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად თამაშობს, მაგრამ ჩვენც ისე თამაშის უფლება მივეცით, როგორც სურდა. ბურთი სწრაფად უნდა გვემოძრავებინა. მეტოქე კარგად კეტავდა თავისუფალ ზონებს ცენტრში და უფრო ხშირად  იერიშების მიტანა ფლანგებიდან გვიწევდა. როდესაც ბურთი არასაკმარისად სწრაფად მოძრაობს, ამის
გაკეთება ადვილი არ არის.

თავიდანვე გაშვებული გოლი საქმეს გირთულებს, განსაკუთრებით, როდესაც ისეთ გუნდს ეთამაშები, რომელიც თავს კარგად იცავს და ცოტა გოლს უშვებს", - ციტირებს პირლოს უეფას საიტი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირლო შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ, საპასუხოდ პორტო კიდევ გაგიჭედავთ. იფ!
interi
11:04 18-02-2021
6

სიახლეები პოპულარული