"ფროილერის გაძევებამ ზიდანიც კი გააკვირვა და გააცინა" - ამბობს კაპელო

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "ატალანტას" ნახევარმცველ რემო ფროილერის მადრიდულ გუნდთან ჩემპიონთა ლიგის მატჩისას გაძევებაზე გააკეთა კომენტარი.

"მსაჯმა თამაში გააფუჭა. ეს ყვითელი ბარათი იყო. კარგი იქნებოდა, "ატალანტას" სრული შემადგენლობით ეთამაშა.

თვით ზიდანმაც კი არ დაიჯერა! თქვენ დაინახეთ, ის როგორ იცინოდა? "ატალანტას" არ გაუმართლა, მაგრამ წინ მადრიდული მატჩია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საკმარისია, ბერგამოელებმა გოლი გაიტანონ და არ გაუშვან", - განუცხადა კაპელომ "მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მკითხაობა კარგი საქმეა.
maxo
16:08 26-02-2021
3

სიახლეები პოპულარული