ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: კაცნაკლული "პორტუს" გმირობა ტურინში - ჰოლანის დუბლით "დორტმუნდიც" გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
9 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა და პირველი ორი მეოთხედფინალისტიც გაირკვა.

რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა "პორტუმ" ტურინში მიზანს მიაღწია

პირველ შეხვედრაში დამარცხებულ „იუვეს“ (1:2) შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკუთარ მოედანზე სასურველი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ „პორტუმ“ უფრო სახიფათოდ შეუტია და ოლივეირამ პენალტით ანგარიში გახსნა. პორტუგალიური გუნდი მეტსაც გაიტანდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე შჩენსნი.

შესვენების შემდეგ ტურინელები გარდაისახნენ, მწვავედ შეუტიეს, კიეზამ დუბლი შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. თან მსაჯმა ტარემი გააძევა და სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. 90-ე
წუთზე მორატას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კუადრადომ ბურთი ხარიხას გაარტყა და დამატებითი დრო დაინიშნა.

115-ე წუთზე ოლივეირამ საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა, 117-ეზე რაბიომ "იუვე" წინ გაიყვანა, საბოლოოდ 3:2 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით შემდეგ ეტაპზე "პორტუ" გავიდა.

რონალდომ პლეი-ოფში 2005 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა, "იუვე" კი მასთან ერთად მიჯრით მეორე სეზონია ვერ გადის მეოთხედფინალში.

"დორტმუნდი“ „სევილიასთან“ ფრეს დასჯერდა და ¼-ფინალშია

ესპანეთში გამარჯვების (3:2) შემდეგ გერმანული გუნდი გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში იმყოფებოდა, გამწვავებას მოერიდა, ინიციატივა მეტოქეს დაუთმო, რომელიც სახიფათო მომენტს ვერ ქმნიდა, 35-ე წუთზე კი ჰოლანმა ანდალუსიელთა კარი დალაშქრა.

„დორტმუნდმა“ ზედიზედ 34-ე მატჩში გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა - ბოლოს უგოლოდ მოედანი 26 სექტემბერს ბუნდესლიგაზე „აუგსბურგთან“ დატოვა (0:2).

შესვენების შემდეგ ჰოლანმა კიდევ ერთხელ გაიტანა, მაგრამ იქამდე წააქციეს. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა და ნორვეგიელის დარტყმული ბუნუმ მოიგერია. თუმცა თურქმა არბიტრმა ხელახლა შეასრულებინა დარტყმა და 2:0. 68-ე წუთზე ჯანმა დე იონგი წააქცია და ჩაქირმა ამჯერად თერთმეტმეტრიანი ჰიტცის კარში დანიშნა, რომელიც ელ-ნესირიმ გამოიყენა. მანვე კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა (ტურნირზე დუბლის შემსრულებელი პირველი მაროკოელია) და - 2:2. „დორტმუნდმა“ უკანასკნელ ოთხ წელიწადში პირველად უწია მეოთხედფინალს.

20 წლის ჰოლანმა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში 10 გოლი გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე 14 შეხვედრაში 20 გოლია. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - პორტუ 3:2 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 0:1 ოლივეირა (19, პენ), 1:1 კიეზა (49), 2:1 კიეზა (63), 2:2 ოლივეირა (115), 3:2 რაბიო (117)
გაძევება: ტარემი (54)

დორტმუნდი. "სიგნალ-იდუნა-პარკი"
დორტმუნდი - სევილია 2:2
გოლები: 1:0 ჰოლანი, 2:0 ჰოლანი (54, პენ), 2:1 ელ-ნესირი (68, პენ), 2:2 ელ-ნესირი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 16 /
Araferi gansakutrebuli ar momxdara. Moxda is rac sharshan moxda, imis cin kidev cin da ase shemdeg
Milani
10 მარტი 2021 16:09
1
ისე რა საზიზღარი წესია, სტუმრად გატანილი გოლების წყალობით, რომ იმარჯვებენ. მე თუ მკითხავთ გასაუქმებელია, ეს არაფრის მომცემი წესი.
გუგა
10 მარტი 2021 12:44
11
დღეს ბარსამ რა ანგარიშითაც არ უნდა ჩაათავოს თამაში, ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით ჭირსა და ლხინში. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ურთულესი თამაში გველის, მაგრამ რას ვიზავთ, როგორც იტყვიან ბურთი მრგვალიაო. ერთი რამე მაკვირვებს,ბარსაზე ჩასაფრებულები ჩუმად, რომ არიან და არაფერს აკომენტარებენ იუვეს წაგებაზე, თანაც მათი კერპი როლანდო ხო თამაშობდა? ეტყობათ ენერგიას ბარსასთვის და მესისთვის ინახავენ, რომ ბოღმა და გესლი ამოანთხიონ. ჰე აბა თქვენ იცით ბოღმებო, როგორ გაილექსებით, თქვენ ხომ მარტო ბარსას იქით არავის ხედავთ. თქვენს პატრონებს...
ბარსა
10 მარტი 2021 12:23
6
yvela tamashs mesi da ronaldo ver moigeben. cota mwvrtnelmac unda dadzabos goneba. es yvela adgilidan chawodeba ra ubedurebaa. alegri bolos magis gamo gaushves axals rom ver aketebda. magram alegris iuve bevrad ujetesi iyo. ronaldo da mesi tu ver tamashoben es mwvrtnelis bralia.
...
10 მარტი 2021 12:14
2
არ ვიცავ იუვეს ღმერთმანი, მაგრამ მათ კარში პენალტი საეჭვოდ მომეჩვენა, მერე ერთი აშკარა ხელიც იყო პორტუს მოთამაშეზე და მსაჯმა გაატარა.მიუხედავად ამისა, იუვემ წვალება შემოგვთავაზა - დამატებით დრომდე თამაშის გამწვავებას მოერიდა და იმ დამატებითშიც მეკარემ დააღალატა.პორტუმ 10 კაცით ბოლომდე იბრძოლა და დამსახურებულად გავიდა
: )))))))
10 მარტი 2021 12:04
5
მერე მილანზე რო იტყვიან გუნდი არ ყავსო,იუვენტუსი ხო გლიჯავს ყველაფერს ფარჩაკები
irakli
10 მარტი 2021 11:41
0
იუვეს რონი ჰყავს და შესცქერის მთელი გუნდი იმის მერე, რაც გადავიდა. მილანი ეხლა იკრებს ძალას, აგერ ბებერი ბიჭი ზლატანიც ყოჩაღობს როგორც წესი.იმედია მოუმატებს, თორემ ცოდოა მილანი
: )))))))
12 მარტი 2021 12:20
0
იუვენტუსს რომ ანანიძე და ჩაკვეტაძე ყოლოდათ მოიგებდნენ.
maxo
10 მარტი 2021 11:30
3
სანამ ანიელი-ნედვედი-პარატიჩი იპრეზიდენტებენ-იდირექტორებენ ამ გუნდის მაქსიმუმი ყოველთვის სერია ა-ს მოგება იქნება და ისიც სანამ სერია ა-ს დონე ამოიწევს (რისი ნიშნებიც უკვე არის და ვხედავთ კიდეც იუვე სადაცაა). ფაქტია სხვადასხვა ფეხბურთელები და სხვადასხვა მწვრთნელები ვერაფერს ახერხებენ, ანუ პრობლემა სხვაგანაა.
პინტურიკიო
10 მარტი 2021 11:09
1
ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას ყველა წაგება რომ მესის ბრალდებოდა, ხოლო რეალის (იუვენტუსის) ყველა მოგება რონალდუს დამსახურება იყო, ახლა როგორაა საქმე?
ნოე9
10 მარტი 2021 10:55
5
ახლა ცუდადაა საქმე. ბარსელონა იმდენად დასუსტდა, რო მესის რაღა ნამუსით დააბრალებენ წაგებებს და იუვენტუსი კიდე ვეღარაფერს იგებს რო რონალდოს მიაწერონ.
გიგლია
10 მარტი 2021 14:28
1
ამჯერად რონალდომ იუვეს ვეღარ უშველა. ისე, კიეზა კარგი იყო
????
10 მარტი 2021 11:53
2
იტალიური ფეხბურთის კლასიკური მაგალითი.
ლუკა
10 მარტი 2021 10:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული