პოჩეტინიო: იმედია, განმეორებით შეხვედრას იმაზე უკეთ ჩავატარებთ, ვიდრე "ბარსელონასთან" პარიზში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში პსჟ-მა მიუნხენში "ბაიერნს" 3:2 სძლია, ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კი პარიზული გუნდის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ შემდეგი განაცხადა:

"ევროპის საუკეთესო გუნდთან მიღწეული შედეგითა და გუნდის საქმისადმი დამოკიდებულებით, რომელიც რთულ ვითარებაში გამოვლინდა, კმაყოფილი ვარ. იმავეს გამეორებას შევეცდებით.

როდესაც იგებ, მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა ყოველთვის ადვილია. ყველას ეჩვენება, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, მაგრამ მადლობა ფეხბურთელებს უნდა ვუთხრათ, მთავარი გმირები ისინი არიან. ცალკე აღსანიშნავი მათი ოსტატობაა. დღეს ბევრი მსხვერპლშეწირვა იყო, თუმცა კიდევ ერთი მატჩი უნდა ჩავატაროთ, 90 წუთი ვითამაშოთ. პირველი შეხვედრა
ჩვენ სასარგებლოდ წარიმართა, საპასუხო რთული იქნება. ჩვენ ეს ვიცით.

მარკინიოსმა კუნთში ტკივილი იგრძნო. იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია და მალე ჩადგება მწყობრში.

დღეს ისეთი შედეგი ვერ მივიღეთ, როგორიც "ბარსელონასთან" პირველი მატჩში (4:1). ახლა მინიმალური უპირტესობა გვაქვს. იმედია, განმეორებით შეხვედრას იმაზე უკეთ ჩავატარებთ, ვიდრე "ბარსელონასთან" პარიზში. ეს ჩვენი სურვილია. სასურველი შედეგის მისაღწევად რიგი დეტალების გათვალისწინებაა საჭირო".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. არა ვარ პსჟს გულშემატკივარი, მაგრამ კარგად გამოჩნდა გონიერი მწვრთნელის ხელი - ნახევრად სათადარიგო გუნდით, კაპიტნის ტრავმის მიუხედავად, რომ შეეტია მეტსაც გაიტანდა.პარიზში შეუტევს და ალბათ მეორედაც გაიმარჯვებს
: )))))))
10:36 08-04-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული