ტუხელი: "რეალს" არაფრის შექმნის უფლება არ მივეცით

AutoSharing Option
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ფრით (1:1) "ჩელსის" მწვრთნელი ტომას ტუხელი უკმაყოფილო დარჩა.

"მატჩი კარგად დავიწყეთ, თამამად და ხარისხიანად. პირველ ტაიმში მოგებას ვიმსახურებდით, ამისათვის მომენტები გვქონდა. სამწუხაროდ, "რეალმა" სტანდარტულიდან გაიტანა და მეტი მომენტი არ ჰქონია. არაფრის შექმნის უფლება არ მივეცით.

შესვენებამდე დაფიქსირებულმა ანგარიშმა იმედი გამიცრუა. სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებდა. მეორე ტაიმში ბევრი ტაქტიკური ბრძოლა იყო და დაღლა დაგვეტყო. "ვესტ ჰემთან" გასვლითი შეხვედრის შემდეგ აღდგენისათვის მხოლოდ რამდენიმე დღე გვქონდა. ასე რომ, 1:1-ს უნდა შევეგუოთ.

გოლი დავიმსახურეთ და როგორც მინიმუმ კიდევ ერთი
უნდა გაგვეტანა. პრაქტიკულად, გოლი არაფრისგან გავუშვით. როდესაც მოწინააღმდეგეს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ასეთი რამეები ხდება ხოლმე", - ციტირებს ტუხელს BT Sport-ი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული