დღეს, 4 მაისს, მანჩესტერში "ეტიჰადის" მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, "სიტი" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ინგლისელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა და ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ რა ძალას წარმოადგენს პსჟ და რა დონეზე შეუძლიათ მათ ერთი კონკრეტული თამაშის ჩატარება.
დღევანდელ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" ოპტიმალური შემადგენლობით წარდგება, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის იმის შანსს, რომ ესპანელი სპეცილისტის მიერ გაწვრთნილი გუნდი ფინალში გავიდეს. რაც შეეხებათ პარიზელებს, იდრისა გაიე და ხუან ბერნატი არ ეყოლებათ; კითხვის
ნიშნის ქვეშაა კილიან მბაპეს თამაშიც, ამ უკანასკნელის მოედანზე არყოფნა კი, სავარაუდოდ, კაპიტულაცია იქნება.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. "სიტიმ" პსჟ-ს თამაში შემოუტრიალა და ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა [VIDEO]