აზარი "ჩელსისთან" წაგების შემდეგ სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ჩელსისთან" 0:2 წაგების შემდეგ "რეალის" ნახევარმცველი ედენ აზარი იმის ნაცვლად, რომ დამწუხრებული ყოფილიყო, მშვენიერ ხასიათზე გახლდათ.

ის ყოფილ თანაგუნდელებთან, კურტ ზუმასთან და ედუარ მენდისთან მივიდა, გადაეხვია, გამარჯვება მიულოცა, ეხუმრებოდა და გულიანად იცინოდა. ამის შემდეგ ბელგიელმა სერიოზული სახე მიიღო და "რეალის" გასახდელში შევიდა, სოციალურ ქსელებში კი გულშემატკივრები სამართლიან აღშფოთებას გამოხატავენ.

აზარი "რეალმა" "ჩელსისგან" დაახლოებით 100 მილიონ ევროდ შეიძინა, ორი სეზონის განმავლობაში გულშემატკივართა იმედები აშკარად ვერ გაამართლა და დღევანდელი შეხვედრაც ძალიან უხეიროდ ჩაატარა.


მკითხველის კომენტარები / 8 /
რეალმა რონალდო არ დააფასა,რომელიც ნებისმიერ თამასში ოფლს ღვრიდა და მცდელობას არ აკლებდა...გადაცვალეს აზარში და კარგად იყვნენ ეხლა....

რონალდოს არ დაფასება იყო უზარმაზარი შეცდომა რეალის მხრიდან
angel
06 მაისი 2021 10:50
7
ყველაფერში გეთანხმები. საერთოდ საზიზღარი ტენდეცია წამოვიდა: არ დაფასება ლეგენდების. მე ვარ ბარსას დე მესის ფანი, მაგრამ როლანდოს გაშვება, ეს იყო პერესის მხრიდან, მაგარი დანაშაული. რა ბარსაშიც ესე არ გააკეთეს, ლუის სუარესი გაუშვეს და მის შემცვლელად მოიყვანეს ბრეტვეიტი (როგორც ადამიანს არ ვაკნინებ, მაგრამ სუარესის შემცვლელად???!!) რას ვიზავთ, ტომარა ფულების გამო, წირავენ საუკეთესო ფეხბურთელებს.
angels-s
06 მაისი 2021 13:45
0
ფეხბურთი გახდა შოუ ფულისთვის, აღარ აქვს ფასი მოგებას და წაგებას (სუპერლიგა კიდე უფრო აპირებდა ამის დაჩქარებას), NBA-ს ვინც უყურებს მიხვდება რას ნიშნავს ეს. მთავარია ფულს იღებს კაცი, რეალთან საერთოდ არანაირი ემოციური კავშირი არ აქვს და დიდი ამბავი თუ წააგო, ცოტათი ნაკლებ ბონუსს აიღებს.
gia
06 მაისი 2021 10:27
0
თავიდანვე არ მევასებოდა ეს ტიპი! არც რეალის გულშემატკივარი ვარ, პირიქით ბარსას ქომაგი ვარ, მარა ესეთი ფეხბურთელი რეალს არ იმსახურებს, ეს უნდა იყოს კრისტალ პალასში ან სადმე მასეთ დონის გუნდში, ფეხბურთი რეგრეს განიცდის უკვე ეს ბილო 10-15 წელია. ადრე ნახევარფინალს რო წააგებდნენ ტირიდნენ, და ტრაგედია იყო და ძლივს წყნარდებოდნენ ფეხბურთელები და ეს რას იკრიჭება? სულ ფეხებზე კიდია, მილიონერია ეს გოიმი და აღარ აუნტერესებს არაფერი, ამას მოიშორებენ უეჭველი
Vasili
06 მაისი 2021 09:52
5
ეტყობა ზუმას ეღადავებოდა (აბა თამაში წააგეს და მაგაზე ვერ დაცინებდა) 5 წამიც არ გათამაშესო
maroko
06 მაისი 2021 09:48
2
არ კიდია ამას?!
30 მილიონი აქვს ხელფასი. ტრავმირებულია სულ, არ ტამაშობს, არ ვარჯიშობს, ტიპი გულაობს, ისვენებს, აუზში ნებივრობს, ფეხბურთში ყველაფერი ნანახი აქვს, ფული იმდენი აქვს მთელი ცხოვრება ვერ დახარჯავს და აღარც გაიცინოს ? :)
las
06 მაისი 2021 08:14
1
რაო აზარ, გაგეხარდა შენი ჩელსის მოგება? სირცხვილი შენ.
reali
06 მაისი 2021 08:00
6
ერთი დღე არ უნდა გააჩერონ რეალში
მეგრელი
06 მაისი 2021 03:18
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული