"რეალი" და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა "სოსიედადმა" და "ბეტისმა" ჩაანაცვლოს

AutoSharing Option
უეფამ გადაწყვიტა, სუპერლიგის შექმნის ინიციატორი 3 გუნდი: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი", დასაჯოს. 

კლასიკური დუეტი და "ბიანკონერი" ის სამეული არიან, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამოსულან ზემოხსენებული ტურნირიდან. რაც შეეხება დანარჩენ ცხრას, მათ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს და კვლავაც UEFA-ს ტურნირებში ჩაერთნენ. 

სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეფამ დაადასტურა, რომ ისინი ამ სამი დიდებული გუნდის დასჯას აპირებენ. 

"უეფას ეთიკისა და დისციპლინარული ინსპექტორების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ის გუნდები, რომლებიც სუპერლიგის შექმნაში მონაწილეობდნენ, დაისჯებიან. დანარჩენი ინფორმაცია სასამართლო სხდომის შემდეგ იქნება გამოცხადებული".

პროცესი, სავარაუდოდ, 1
თვის განმავლობაში ჩატარდება და გაირკვევა ის სანქციები, რომლებიც "რეალს", "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" დაეკისრებათ. უმკაცრესი სასჯელის სახით შესაძლოა გუნდები ჩემპიონთა ლიგიდან ერთი ან ორი სეზონით მოიხსნან, თუმცა, შესაძლოა, მსგავსი სიმძიმის დასჯასაც ასცდნენ. 

თუ ეს ყველაფერი მოხდება, შესაძლოა, 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონა" და "რეალი" "სოსიედადმა" და "ბეტისმა" ჩაანაცვლოს. 

წყარო: marca

altუეფა წყენას არ ივიწყებს... შესაძლოა სუპერლიგის გამო 4 გრანდი ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთოს


მკითხველის კომენტარები / 5 /
ესეიგი ლიგაზე რონალდოს, მესის და რეალს ვერ ვიხილავთ? აბა ლიგას უყუროს ბებიაშენმა.
მეგრელი
19:11 26-05-2021
12
axia magatze
jugo
17:04 26-05-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული