ჩემპიონთა ლიგა. I ტური: ესეც ხოჭოლავას ბრალი ხომ არ არის? – "დორტმუნდმა" სტამბულში გაიმარჯვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღე ორი მატჩით დაიწყო.

C ჯგუფში „დორტმუნდმა“ გასვლაზე „ბეშიქთაშს“ 2:1 სძლია. ბელინგემმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. რა თქმა უნდა, ჰოლანმაც გაიტანა. მის ანგარიშზე ტურნირის 17 მატჩში 21 გოლია. მასპინძელთაგან ერთი გოლის ავტორი მცველი ხავი მონტეროა, რომელსაც საგოლე გადაცემა „ბარსელონადან“ გადასულმა პიანიჩმა გაუკეთა.

D ჯგუფში „შერიფმა“, რომლის მწვრთნელი უკრაინელი ვერნიდუბია, საკუთარ მოედანზე „შახტარი“ სენსაციურად 2:0 დაამარცხა. გოლები აფრიკელებმა გაიტანეს - მალელმა ტრაორემ და გვინეელმა იანსანემ. ორივეს საგოლე გადაცემა ბრაზილიელმა მცველმა კრისტიანომ
გაუკეთა.

დონბასური გუნდის მეკარემ, პიატოვმა ტურნირზე ზედიზედ 27-ე მატჩში გაუშვა გოლი.

უკრაინული პრესა ადრე წაგებებში ხშირად ადანაშაულებდა „შახტარის“ ყოფილ მცველს დავით ხოჭოლავას, თუმცა გამოჩნდა, რომ მისი წასვლით პრობლემა სულაც არ მოგვარდა. სხვათა შორის, ორივე გოლი ცენტრალური ზონიდან გაუშვეს.

C ჯგუფი

სტამბული. „ვოდაფონე“
ბეშიქთაში - დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ბელინგემი (20), ჰოლანი (45+3), 2:1 მონტერო (90+4)

D ჯგუფი

ტირასპოლი. „სპორტარენა“
შერიფი - შახტარი 2:0
გოლები: 1:0 ტრაორე (16), 2:0 იანსანე (62)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული