ჩემპიონთა ლიგა. II ტური: პიატოვის ზღაპრული სეივები და შეუჩერებელი "აიაქსი" [VIDEO]

AutoSharing Option
28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური ორი მატჩით დაიწყო.

C ჯგუფში "აიაქსმა"შინ "ბეშიქთაშს"2:0 სძლია, მეორე გამარჯვება მოიპოვა და 19 ოქტომბერს "დორტმუნდს"უმასპინძლებს.

"აიაქსის"27 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა სებასტიან ალერმა ტურნირზე ჩატარებულ პირველ ორ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, რაც რეკორდია. სტივენ ბერგჰუისმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნიდერლანდურმა გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება საერთო ანგარიშით 31:1 მოიპოვა.

D ჯგუფში უკრაინის დედაქალაქში "შახტარი" და "ინტერი" დაზავდნენ. ამ გუნდების შეხვედრა უკვე მესამედ დასრულდა უგოლოდ. აღსანიშნავია, დონეცკელების მეკარის, ანდრეი
პიატოვის შესანიშნავი სეივები შეხვედრის მიწურულს.

"ნერაძურიმ"ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელი 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 4 კი წააგო.

C ჯგუფი

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი“
აიაქსი - ბეშიქთაში 2:0
გოლები: 1:0 ბერგჰუისი (17), 2:0 ალერი (43)

D ჯგუფი

კიევი. "ოლიმპისკი“
შახტარი - ინტერი 0:0

მკითხველის კომენტარები / 1 /
Aleri kotdivuariis nakrebshi tamashobs ro rame:)
L.J .
10:33 29-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული